მოსკოვი საქართველო–ნატოს ახალ ურთიერთობებს მწვავე კრიტიკით ხვდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Sep.'06 / 15:31
სივილ ჯორჯია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფითად აფასებს ნატოს გადაწყვეტილებას დაიწყოს "ინტენსიური დიალოგი“ საქართველოსთან და ეჭვს გამოთქვამს, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში თბილისი მოსკოვთან ორმხრივი პრობლემების მოგვარებას ნატო–რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში შეეცდება.

"ნატოს ნებისმიერი გაფართოება არსებით ცვლილებებს იწვევს უსაფრთხოების სფეროში. მაგრამ საქართველოს შემთხვევას განსაკუთრებული ხაისათი აქვს რუსეთთან მისი გეოგრაფიული სიახლოვის და კავკასიური პრობლემის სირთულეების გამო. საქართველოს შესვლა არსებულ, არატრანსფორმირებულ ნატოში, თუ ეს ჩანაფიქრი განხორცილდება, სერიოზულად შეარყევს რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ინტერესებს და ნეგატიურად აისახება კავკასიის მყიფე სიტუაციაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების 22 სექტემბრის განცხადებაში.

რუსეთი აცხადებს, რომ "ინტენსიური დიალოგზე“ გადასვლა მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ ეტაპზე ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ წაახალისებს თბილისს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებში საერთაშორისოდ აღიარებული, áƒáƒ áƒ¡áƒ”ბული მოლაპარაკებათა ფორმატების შეცვლაზე და კონფლიქტების ძალისმიერად მოგვარებაზე.

"ველით, რომ არც საქართველოს ხელისუფლებაში აღიქმება ალიანსის ეს ნაბიჯი, როგორც ანტირუსული რიტორიკის გაძლიერება“, – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი. 

21 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა,რომ რუსეთი იმედოვნებს, რომ "ნატო თავდაცვითი ალიანსიდან უფრო თანამედროვე სტრუქტურად გარდაიქმნება, რომელიც გამჭირვალობის პრინციპებს დაიცავს". 

მოსკოვი ასევე აფრთხილებს ნატოელ პარტნიორებს: "საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია კიდევ უფრო გააუარესებს ალიანსის აღქმას რუსულ საზოგადოებაში“.

"თბილისი არ მალავს, რომ სურს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან თავისი პრობლემები ბრიუსელს გადააბაროს. ასეთ შემთხვევაში ბევრისთვის რუსეთში ალიანსი იქნება ასოცირებული საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მოქმედებებთან, რომელსაც ძირითადად ანტირუსული მიმართულება აქვს“, – აცხადებს მოსკოვი.

რუსეთი ნატოს გაფართოების ეტაპებზე დაკვირვებით აცხადებს, რომ ახალი წევრი ქვეყნები რუსეთთან ორმხრივი პრობლემების მოგვარებას ნატო–რუსეთის ურთიერთობების ფორმატში ცდილობენ.

"საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელია არსებული სირთულეების კიდევ უფრო გამწვავება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მათი მოგვარების შანსებს. ყველაფერი ეს ჩვენ ავუხსენით ოფიციალურ თბილისს, თუმცა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების სურვილი, როგორც ჩანს, არ იცვლება“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოში არის ის მიზეზი, რისთვისაც რუსეთი "სჯის“ საქართველოს ეკონომიკური ემბარგოებით და სეპარატისტულ რეგიონებში არეულობებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მოერ გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება 22 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ზიანს არ მოუტანს.

"ნატოში შესვლა–არ შესვლა ეს საქართველოს საქმეა, რუსეთი კი აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა მან. 

ივანოვმა ასევე áƒ’ანაცხადა, რომ "საქართველოზე დასმული კითხვების ოდენობით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის "ჭიპი“ და რუსეთის პრიორიტეტია“.

 

Civil.Ge © 2001-2024