ოპოზიცია და ხელისუფლება ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით ერთსულოვნები არიან
/ 30 Sep.'06 / 14:02
სივილ ჯორჯია

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება, წინასაარჩევნო კონფრონტაცია კი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მთლიანად დაჩრდილა რუსეთსა და საქართველოს შორის ჯაშუშობის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, რომლის მიმართაც ხელისუფლებამ და წამყვანმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ერთიანი áƒ›áƒ˜áƒ“გომა დააფიქსირეს.  

ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიულმა ფრონტმა" 29 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც პოლიტიკურ სპექტრს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის გაღრმავების ფონზე "კონსოლიდაციისკენ“ მოუწოდებს.

"ეს [რუსეთის პოლიტიკა] არ არის მიმართული მარტო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ამას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და მუქარას მთელი ქართველი ხალხის მიმართ და ამ პირობებში ყველას მოვუწოდებთ კონსოლიდაციისკენ და ერთიანობისკენ, რათა არავის არ მივცეთ რუსეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთ იმის საფუძველი, რომ დაიწყოს სპეკულაციები შიდა დაპირისპირების თაობაზე“, – განაცხადა "დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

"საქართველოს ტერიტორიის გაწმენდა გრუ–ს თანამშრომლებისაგან უნდა იქნას განხილული უფრო ფართო  – საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის კონტექსტში და ბუნებრივია ამ ჯარს უნდა მიჰყვეს რუსეთის ის აგენტურაც, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდა ყოველგვარი პრობლემების გარეშე“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავამ. 

"ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყანასთან ოპოზიციაში ყოფნას“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ 29 სექტემბერს.

დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მრეწველებიდან კი აღნიშნა, რომ მისი პარტია მიესალმება რუსეთის ჯაშუშური ქსელის განადგურებას საქართველოში.

29 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედის“ პოლიტიკურ თოქ-შოუს"რეაქცია" სტუმრებს შორის იყო რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო კოალიციის ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელსაც მოსკოვიდან ოპონირებას უწევდა რუსი დეპუტატი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან ალექსეი მიტროფანოვი.

გადაცემის მსვლელობისას დავითაშვილმა რუს დეპუტატს განუცხადა , რომ ის მას ესაუბრებოდა "არა როგორც ოპოზიციის ლიდერი, არამედ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე“.

"არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება საქართველოს ლიდერი - სააკაშვილი, თუ სხვა ვინმე - საქართველოს ნებისმიერი ლიდერი áƒ’აატარებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედს“ განუცხადა, რომ "რუსეთთან უკომპრომისო პოზიციაა საჭირო“, თუმცა დასძინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში áƒ’არკვეული თავშეკავებაცაა საჭირო, რათა მოსკოვი ძალიან არ გაღიზიანდეს. 

27 სექტემბერს, როდესაც პირველად გავრცელდა ინფორმაცია ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის  და საქართველოს თერთმეტი მოქალაქის დაპატიმრების თაობაზე, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა უფრო ფრთხილი განცხადებები გააკეთა და ხელისუფლებას ეჭვმიტანილების წინააღმდეგ მტკიცებულებების áƒ’ამოქვეყნებისაკენ მოუწოდა. ოპოზიციის ამგვარმა ფრთხილმა რეაქციამ უბიძგა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ისინი "არასწორი შეფასებების“ გამო გაეკრიტიკებინათ.

თუმცა, მოგვიანებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიესალმნენ ოპოზიციის სრულ მხარდაჭერას ხელისუფლების áƒ›áƒáƒ¥áƒ›áƒ”დებების მიმართ.

"ოპოზიციისგან ჯანსაღი შეფასებების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა“, - განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიიდან.

Civil.Ge © 2001-2024