სააკაშვილი რუსეთის "გადაჭარბებულ რეაქციასა და ნერვოზულობაზე“ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'06 / 10:52

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდა, როდესაც მან საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი რუსი ოფიცრის დაპატიმრებას უწოდა "სახელმწიფო ტერორიზმის აქტი მძევალთა აყვანით“.

პრეზიდენტი სააკაშვილი კვირას ბათუმში áƒ£áƒªáƒ®áƒáƒ”ლ ჟურნალისტებს შეხვდა.

"არა მგონია, რომ ეს სერიოზულია... ეს არის გადაჭარბებული რეაქცია, რაც იმ ნერვოზულობამ გამოიწვია, რომელიც მათ თავად შეიქმნეს“, - იტყობინება "როიტერი“ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

"ისინი საკუთარი პროპაგანდის მძევლები გახდნენ“, - დასძინა სააკაშვილმა.

პრეზიდენტს ასევე არ ჰგონია, რომ რუსეთი "იმდენად გაღიზიანებული იყოს, რომ სამხედრო ძალა გამოიყენოს“.

სააკაშვილმა ასევე უარყო პუტინის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ დასავლელი სახელმწიფოების áƒ™áƒáƒ áƒœáƒáƒ®áƒ˜áƒ— ხორციელდება.

"ზოგიერთები შესაძლოა ფიქრობენ, რომ ჩვენი ქმედებები ვაშინგტონის მიერ არის კოორდინირებული. ეს არ არის ნამდვილი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნათლად მიანიშნა, რომ ეს არის ორმხრივი საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის“, - განაცხადა სააკაშვილმა.     

პუტინმა 1 ოქტომბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ "თავიანთი უცხოელი სპონსორების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან და შეუძლიათ თავი იგრძნონ კომფორტულად და უსაფრთხოდ".

Civil.Ge © 2001-2024