სერგეი მირონოვი: დიდი რუსეთი გამოაფხიზლებს უგუნურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Oct.'06 / 12:54

„რუსეთი დიდი სახელმწიფოა და არ ვაპირებთ ვინმეს შემოფურთხება ვაპატიოთ. თუ ვინმეს ტვინი არა აქვს, ჩვენ მათ გამოვაფხიზლებთ მარტივი, მისაღები და კარგად  გასაგები მეთოდებით“, - განუცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა ჟურნალისტებს 2 ოქტომბერს.

მირონოვმა „საქართველოს ხელისუფლების ხროვა“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი ყოველთვის ცხოვრობდა თანხობაში რუს ერთან“.

Civil.Ge © 2001-2024