რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ახალი სანქციების დაწესებით აძლიერებს
/ 3 Oct.'06 / 11:03
სივილ ჯორჯია

რუსეთი საქართველოსთან საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საფოსტო კავშირს წყვეტს მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებისა ჯაშუშობაში ბრალდებული ოთხი რუსი ოფიცრის მოსკოვისთვის გადაცემის თაობაზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყანაზე ამგვარი ზეწოლის მოხდენა "არაცივილურია“, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ რუსეთის ამ ნაბიჯის გადაჭარბებულად შეფასება არ ღირს.

რუსეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ნერადკომ განაცხადა, რომ საჰაერო მოძრაობა საქართველოსთან 3 ოქტომბრიდან შეწყდება.

ოფიციალური მოსკოვი უარყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ნერადკომ განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიების მიერ 2001 წლიდან რუსეთისადმი დაგროვილი დავალიანება გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი. ეს დავალიანება 3,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

სულ, სამი ქართული კომპანია ახორციელებს ფრენებს თბილისი-მოსკოვის მარშრუტით: áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ავიახაზები, საქართველოს ნაციონალური ავიახაზები და თბილავიამშენი. სამივე კომპანიის წარმომადგენელებმა უკვე უარყვეს დავალიანების არსებობა.

ფრენებს თბილისსა და მოსკოვს შორის ასევე ახორციელებს ორი რუსული კომპანია  - "აეროფლოტი" და "სიბირი". საერთო ჯამში, ხუთივე კომპანია ორ დედაქალაქს შორის კვირაში 25 ფრენას ახორციელებს.

მოსკოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საფოსტო კავშირის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყდა, რაც თბილისში გაგზავნილი ბევრი ამანათი დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა. 

საქართველოს რკინიგზაში რუსეთიდან მოსული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის ოფიციალურ მოტივად მგზავრთა ნაკადის შემცირება დასახელდა.

მოსკოვის áƒ›áƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბელი ბაქოს გავლით თბილისის რკინიგზის სადგურიდან კვირაში სამჯერ გადის.

სახმელეთო áƒ“ა საზღვაო კავშირის შეყვეტის კონკრეტული მიზეზი არ გახმოვანებულა.

თუმცა, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სერგეი არისტოვმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ "ჩვენ სერიოზული კითხვები გვაქვს [საქართველოს ხელისუფლებისადმი] საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებით“.

გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც უფლებას მისცემს მთავრობას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები აკრძალოს.

რუსეთში ასიათასობით ქართველი მუშაობს, რომლებიც ფულს საქართველოში თავიანთ ოჯახებს უგზავნიან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლის დასაწყისიდან რვა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით, 219 მლნ აშშ დოლარი (67.5%) რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ნაკლები ყურადღება დაუთმეს რუსეთის შესაძლო სანქციებს იმ პირობებში, როცა რუსეთს უკვე რამოდენიმე თვეა, რაც დაწესებული აქვს ემბარგო ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ღვინოსა და მინერალური წყლების იმპორტზე.

"მათი მეტი სანქციები აღარ დარჩათ. მათ უკვე აკრძალეს ყველაფერი დიდი ხნის წინ... თუ საუბარია სამ ან ოთხ ფრენაზე, რომელიც ხორციელდება აქ კვირაში [მოსკოვიდან], ჩვენ ბევრად უფრო მეტი ფრენა გვაქვს ევროპაში, უკრაინასა და სხვა ადგილებში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ არც გაგვკვირვებია [რუსეთის ეს ნაბიჯი]... ამ ზეწოლის გადაჭარბებულად შეფასება არ ღირს“, - დასძინა მან.

"ჩვენ ვგეგმავთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა დავუპირისპირდეთ ფინანსურ გადმორიცხვებთან ან სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო სანქციებს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 2 ოქტომბერს.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა, რომელიც 2 ოქტომბერს თბილისს ეწვია და რუსეთსა და საქართველოს  ჯაშუშობის გარშემო ატეხილი სკანდალის მოგვარებაში დაეხმარა, განაცხადა, რომ ემბარგოები დაძაბულობის შემსუბუქებას ვერ დაეხმარება.

"იზოლაცია არ არის პასუხი ამ სიტუაციაზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ აღდგეს საჰაერო მიმოსვლა. ასევე უნდა გაიხსნას სახმელეთო საზღვრებიც... ეს კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა მოვაგვაროთ. ამის გაკეთება შურისძიების გზით შეუძლებელია“, - განაცხადა კარელ დე გუხტმა.

Civil.Ge © 2001-2024