"ახალი მემარჯვენეები" რუსეთ–საქართველოს დაძაბულ ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Oct.'06 / 13:45

ოპოზიციური პარტიის "ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ბოლო დროს საქართველო-რუსეთს შორის გამწვავებული ურთიერთობების საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტს რუსი სამშვიდობოების მანდატის შეწყვეტას და დსთ–დან გამოსვლის გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს.  

"პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყევტილება: ერთი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურმა, ცალმხრივად შეუწყვიტოს რუსს სამშვიდობოებს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში მოქმედების მანდატი და მეორე, მიიღოს ოფიციალური გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან  საქართველოს გამოსვლის შესახებ“, - განაცხადა 3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერნციაზე დავით გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებების მიღების პრეროგატივა საქართველოს კონსტიტუციით მხოლოდ áƒžáƒ áƒ”ზიდენტს ენიჭება. 


 

Civil.Ge © 2001-2024