არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები შუალედურ დასკვნებს აქვეყნებენ
/ 3 Oct.'06 / 16:41

წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი პრობლემები 5 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების áƒ¨áƒ”მჭიდროებულმა ვადებმა გამოიწვია; უზუსტობები ამომრჩეველთა სიებში კვლავ რჩება საკითხად, რომელსაც  მოგვარება სჭირდება, ნათქვამია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფების შუალედურ დასკვნებში. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა(ODIHR), რომელმაც არჩევნებამდე საქართველოში დამკვირვებელთა შეზღუდული მისია გამოაგზავნა,  თავის შუალედურ მოხსენებაში áƒ’ანაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის ტექნიკური მზადება მიმდინარეობს, "ცესკო სირთულეების წინაშე დგას მჭიდრო ვადების გამო“ .

ხელისუფლებამ არჩევნების დღე 27 áƒáƒ’ვისტოს გამოაცხადა, რამაც "საარჩევნო ადმინისტრაცია ვადებში მნიშვნელოვნად შეზღუდა და ცესკო-მ ვერ შეძლო, რიგ შემთხვევებში, áƒ•áƒáƒ“ებში ჩატევა“. 

"ცესკო-მ ვერ შეძლო გაერკვია საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი მხარეები, საარჩევნო კამპანიისთვის თანმიმდევრულად და დროულად სახსრების გამოყოფის მოთხოვნასთან დაკავშირებით. შედეგად, ზოგიერთ მაჟორიტარ კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. საბოლოო ჯამში, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა“, - ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შუალედურ მოხსენებაში. 

საერთაშორისო დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგ რაიონში საოლქო საარჩევნო კომისია იგივე შენობაშია განთავსებული, სადაც გამგეობა, ცალკეულ რაიონებში კი ნაციონალური მოძრაობის ოფისი და გამგეობა ერთ შენობაში მდებარეობს.

"ეს საოლქო საარჩევნო კომისიას, ადგილობრივ ადმინისტრაციას და მმართველ პარტიას შორის ზღვარის გავლებას ართულებს“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიების საარჩევნო კოალიციის ჩათვლით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ზოგიერთ ოლქში, მათ შორის ბათუმში, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის "მითითებების“ მიცემაში დაადანაშაულა.

ადგილობრივი დამკვირვებლები ანალოგიურ პრობლემებს უსვამენ ხაზს, თუმცა აცხადებენ, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ცესკო უფრო მეტი ენთუზიაზმით თანამშრომლობს სადამკვირვებლო áƒáƒ áƒ’ანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.

"მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, პროგრესი სახეზეა. არსებობს áƒªáƒ”სკოს და უფრო დაბალი დონის საარჩევნო ადმინისტრაციების მზადყოფნა თანამშრომლობაზე. თუმცა, მაინც რჩება უბნები, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები თანამშრომლობაზე არ მოდიან“, - განუცხადა "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“–ს წარმომადგენელმა კოკი იონათამიშვილმა "სივილ ჯორჯიას“.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი საარჩევნო უბანი ტექნიკურად არ არის მზად არჩევნებისთვის.

არჩევნების წინ კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემად ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობები რჩება.

ამომრჩეველთა ოფიციალურად გამოცხადებული რაოდენობა - 3 201 168, "წარმოადგენს áƒ¬áƒ˜áƒœáƒ არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვან ზრდას“, ნათქვამია ეუთოს ოფისის მოხსენებაში.

"თბილისში ეუთოს ოფისის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ თითოეულ ოლქში სიებში შეყვანილ ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას მითითებული არ აქვს მისამართები“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ოპოზიციურმა პარტიები ასევე სკეპტიკურად უყურებენ ამომრჩეველთა სიების სიზუსტეს.

საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ განაცხადა, რომ ცდომილება ამომრჩეველთა სიებში 8%-ს აღწევს. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით კი, ეს ზღვარი უფრო მაღალია.

თუმცა, ცესკო–მ ეს განცხადებები ყურადღების მიღმა დატოვა.

"მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიებში ცდომილება მერყეობს 2-დან 8%-მდე. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საარჩევნო სია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა 25 სექტემბერს.

მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დამკვირვებელთა მისიამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მცირემასშტაბიანია, თუმცა განაცხადა, რომ თბილისის ახლანდელი მერი გიგი უგულავა საკმაოდ აქტიურად ჩანს.

"მისი საარჩევნო კამპანიის პარალელურად, სახელმწიფო და მუნიციპალურმა ხელისუფლებამ დაიწყო კარგად რეკლამირებული სოციალური დახმარების პროგრამების განხორციელება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მედიაში არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები ნაკლებად გაშუქდა.
"თუმცა, სოციალური დახმარების პროგრამები და ხელისუფლების სხვა ქმედებები ფართოდ იქნა გაშუქებული“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, ტელეკომპანია "რუსთავი 2“-მა პოლიტიკური ამბებისთვის áƒ’ათვალისწინებული საეთერო დროის 36% მთავრობას და 30% კი პრეზიდენტს დაუთმო. ანალოგიური შეფარდებაა საზოგადოებრივ მაუწყებელშიც.    

"ორივე არხის ინფორმაცია ხელისუფლების შესახებ  ნეიტრალური ან პოზიტიური იყო. გაზეთებმა მკითხველებს უფრო კრიტიკული მიდგომა შესთავაზეს.  თუმცა, მცირე ტირაჟის გამო ისინი მკითხველთა მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას მოიცავენ “, - ნათქვამია მოხსენებაში.

 

Civil.Ge © 2001-2024