რუსეთის ხელმძღვანელობა, პარლამენტარები საქართველოზე მკაცრ განცხადებებს აკეთებენ
/ 4 Oct.'06 / 18:52
სივილ ჯორჯია

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა áƒ•áƒšáƒáƒ“იმერ პუტინმა გააფრთხილა საქართველო არ ესაუბროს რუსეთს "შანტაჟისა და პროვოკაციების ენით“.

4 ოქტომბერს საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა მადლობა გადაუხადა დეპუტატებს “აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების მხარდაჭერისათვის, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების უფლებების, ღირსებისა და სიცოცხლის დაცვისაკენ“.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 4 ოქტომბერს მიიღო განცხადება სახელწოდებით "საქართველოს ხელმძღვანელობის ანტირუსული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შესახებ“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებები "სახელმწიფო ტერორიზმად“ არის შეფასებული. 

"რუსეთს აქვს უფლება განახორციელოს რიგი ღონისძიებები, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების, მათ შორის ფინანსურ-ეკონომიკურის, ჩათვლით, რათა დაიცვას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, áƒ¡áƒ¢áƒ áƒáƒ¡áƒ‘ურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ მის ქვეყანას სურს "მეგობრული ურთიერთობები ქართველ ხალხთან“ და დასძინა, რომ რუსეთი არ წამოეგება "სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციებს“.

თავის ბოლო განცხადებებში, რუსეთის ოფიციალური პირები ცდილობენ მიანიშნონ, რომ მოსკოვის სანქციები მიმართულია "სააკაშვილის რეჟიმის“ და არა "ქართველი ხალხის“ წინააღმდეგ.

თუმცა, ზოგიერთმა რუსმა დეპუტატმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისგან, საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, რადგანაც მოსკოვი "სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის áƒ›áƒáƒœáƒáƒ¬áƒ˜áƒšáƒ” ხდება“.

"სააკაშვილი არჩევნებში ხმების 90%-ს მიიღებს. მან ეს ყველაფერი არჩევნების წინ დაგეგმა. თუმცა, ჩვენ ვერ გავთვალეთ სააკაშვილის და ოქრუაშვილის მიერ დადგმული ამ ქართული სპექტაკლის ყველა დეტალი“, - განაცხადა დეპუტატმა ალექსეი მიტროფანოვმა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან 4 ოქტომბერს სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.

მანამდე, რუსული მედია იტყობინებოდა, რომ სახელმწიფო სათათბირო ასევე გეგმავდა განეხილა წინადადება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თაობაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის თაობაზე.

გაზეთის "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი აცხადებს თავის კომენტარებში, რომელიც ინგლისურენოვან გაზეთ Moscow Times-ში 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ოთხი რუსი ოფიცერი გაათავისუფლა, თბილისის წისქვილზე ასხამს წყალს.      

"ამასობაში, საქართველომ შეძლო თავისი ამერიკელი პარტნიორების ხაფანგში მოქცევა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა პოლიტიკა გაამკაცრა [საქართველოს მიმართ] ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გაზარდა. მოსკოვს სჯერა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა თითსაც კი არ წევს ვაშინგტონის თანხმობის გარეშე, ამრიგად, ის ვარაუდობს, რომ დაპატიმრებების უკან ამერიკის შეერთებული შტატები იდგა. შედეგად, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთ კვანძად არის გადახლართული“, - აცხადებს ლუკიანოვი.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვში ქართულ ბიზნესზე მიიტანეს იერიში. რუსული გაზეთი "კომერსანტი“ წერს, რომ პოლიცია ქართველების კუთვნილ ფირმებს ამოწმებს, ხოლო მიგრაციის ფედერალური სამსახური ზედმიწევნით განიხილავს იმ მოწვევებს, რომელთა საფუძველზეც ქართველები რუსულ ვიზებს იღებენ.

4 ოქტომბერს დეპუტატებთან შეხვედრაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსული ეკონომიკა "ღია და გამჭირვალე დარჩება... ჩვენ მიგრანტთა შემოდინების რეგულირება უნდა მოვახდინოთ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს საელჩო მოსკოვში ოცდაოთხსაათიან სამუშაო გრაფიკზე გადადის, რათა "მაქსიმალურად მოემსახუროს და დაიცვას საქართველოს მოქალაქეები რუსეთში“. 

ამასობაში, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები მესამე ქვეყნის გავლით განახორციელოს რუსეთის მიერ დაწესებული სატრანსპორტო ბლოკადის საპასუხოდ. 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა თბილისსა და მოსკოვს შორის სატრანზიტო რეისების გრაფიკი აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის და ყაზახეთის გავლით. áƒ§áƒ•áƒ”ლაზე იაფი სატრანზიტო მარშრუტი ერევანზე გადის, შესაბამისად ამ მიმართულებით áƒ›áƒ˜áƒ™áƒ áƒáƒáƒ•áƒ¢áƒáƒ‘უსების და ავტობუსების რეისები დაინიშნა.

აშშ-მ და ევროკავშირმა უკვე მოუწოდეს რუსეთს გააუქმოს საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვი ჯერ–ჯერობით მათ გაუქმებას არ აპირებს. áƒ›áƒáƒœ ასევე განაცხადა, რომ რუსეთს და საქართველოს შუამავლები არ სჭირდებათ.

Civil.Ge © 2001-2024