რუსეთის მიგრაციის სამსახური: ყოველი მეასე ქართველი კრიმინალია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Oct.'06 / 13:03

რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა დენის სოლდატიკოვმა კომენტარი გააკეთა ქართველებისთვის საცხოვრებელ კვოტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, "ჩვენ პრიორიტეტულობას არ განვსაზღვრავთ, მაგრამ ყოველი მეასე ქართველი დანაშაულს სჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კრიმინალია“.

რუსეთის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა სპეციალური "ქართული" დეპარტამენტი შექმნა, რომელიც áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს მოქალაქეებს ადევნებს თვალს. მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხეილ ტიურკინმა განაცხადა, რომ "ისინი [ქართველები] წერენ [საიმიგრაციო ბარათებში], ვითომ áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თში სასწავლებლად, ან კომერციული საქმიანობისთვის ჩამოდიან, თუმცა ფაქტიურად კრიმინალურ საქმიანობაში ერთვებიან“.

რუსეთის ეს გადაწყვეტილებები ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ანტიქართული კამპანიის ნაწილია. რუსული მილიციის áƒ›áƒ˜áƒ”რ ეთნიკური ქართველების და საქართველოს მოქალაქეების დევნამ, დაპატიმრებამ და მათი ბიზნესის დახურვამ ბოლო დროს საკმაოდ ფართო მასშტაბი შეიძინა. 

 

Civil.Ge © 2001-2024