რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს ახალ შეზღუდვებს უწესებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Oct.'06 / 13:02

მოსკოვი áƒ’აამკაცრებს სავიზო რეჟიმს საქართველოსთან და ამავეს ურჩევს მინსკს, რადგან ბელარუსიდან áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თში გადასვლა საზღვრების გახსნილობის გამო მარტივია, განუცხადა 5 ოქტომბერს ტელეკომპანია НТВ-ს რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ტიურკინმა.

საუბარია, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის 90 დღემდე განახევრდეს რუსეთში გაუსვლელად ყოფნის ვადა.

ამას გარდა, ტიურკინი აცხადებს, რომ საემიგრაციო სამსახური საქართველოს მოქალაქეებს მოუხსნის ქვოტებს შრომის და ცხოვრების უფლებაზე.

"ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ, რომელ სამუშაო ადგილებზეა მოთხოვნა და ვის შეუძლია მათი დაკავება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვოტები áƒáƒ  მიეცემათ არც ცხოვრების უფლებაზე და არც შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე“, – განაცხადა ტიურკინმა.

რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება მიხეილ ტიურკინმა იმით ახსნა, რომ ნახევარზე მეტი ქართველობა რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. "ამას გარდა, სტატისტიკით, ისინი დსთ–ს სხვა მოქალაქეებთან შედარებით უფრო მეტ ადმინისტრაციულ დარღვევებს და დანაშაულს ჩადიან“, – დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024