გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის მილიცია ქართველებს დევნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'06 / 14:23

რუსეთის ხელისუფლებამ ქართველი უკანონო მიგრანტების დევნა დაიწყო, კერძოდ, მიმდინარეობს áƒ›áƒáƒ¡áƒ™áƒáƒ•áƒ˜áƒ¡ სკოლებში ქართველი მოსწავლეების იდენტიფიცირება, იტყობინება რუსული გაზეთი "კომერსანტი" 6 ოქტომბერს, მილიციის უცნობ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

კანონის თანახმად, მოსწავლეებს, რომლებიც მოსკოვში ჩაწერილი არ არიან, არ აქვთ უფლება რუსეთის დედაქალაქში ისწავლონ, "ამრიგად, უფრო ადვილია მშობლების მოძებნა მათი შვილების საშუალებით“, - წერს "კომერსანტი“.

თუმცა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვალერი გრიბაკინმა უარყო ეს ინფორმაცია.

"რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუცია რაიმე ბრძანება ან მოთხოვნა სასწავლო დაწესებულებების მიმართ“, - განუცხადა მან "რია ნოვოსტის“.

ამასობაში, რუსული საინფორმაციო სააგენტოები 6 ოქტომბერს იტყობინებიან, რომ მოსკოვის მილიცია განაგრძობს იმ რესტორნების, კაფეების და კაზინოების შემოწმებას, რომელთა მფლობელებიც áƒ¥áƒáƒ áƒ—ველები არიან. გადასახადების áƒ“ამალვის მოტივით მოსკოვში ორი რესტორანი და სამი კაზინო დაიხურა.

"არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ განზრახ ვამოწმებთ იმ ობიექტებს, რომლებსაც ქართველები ფლობენ, მაგრამ იმ ობიექტების უმეტესობა, რომელთა შემოწმებაც დაგეგმილია, ნამდვილად ქართველების საკუთრებაა“, - განუცხადა მოსკოვის მილიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ზოლოტნიცკიმ "რია ნოვოსტის“.

5 ოქტომბერს "როიტერი“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქსენოფობიის მასშტაბები რუსეთში შემაშფოთებელია.

ქართული მედია იტყობინება, რომ თბილისის აეროპორტში 6 ოქტომბერს რუსეთიდან 100–ზე მეტი დეპორტირებული ქართველი მიგრანტი ჩამოვა.

ამავე დღეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი თბილისიდან გაამგზავრებს რუსეთის 100-ზე მეტ მოქალაქეს, რომელთაც საქართველოდან წასვლის სურვილი გამოთქვეს მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, იტყობინება რუსული ტელეკომპანია НТВ თბილისში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

Civil.Ge © 2001-2024