დამკვირვებლები არჩევნებს მიესალმებიან, თუმცა ხარვეზებზეც საუბრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'06 / 16:53

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა იმის გამო, რომ გაურკვეველია ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი, áƒáƒ›áƒáƒœ áƒ›áƒ›áƒáƒ áƒ—ველ პარტიას áƒ£áƒžáƒ˜áƒ áƒáƒ¢áƒ”სობა მიანიჭა, ნათქვამია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეუთოს ოფისის საერთაშორისო დამკვირვებელთა წინასწარ დასკვნაში. 

"მივესალმებით ხელისუფლების მცდელობებს პროცესის პროფესიონალურად წარმართვის კუთხით áƒ“ა ასევე მივესალმებით საქართველოს მზადყოფნას განაგრძოს საერთაშორისო თანამშორმლობა საარჩევნო პრაქტიკის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, რათა სრულად იქნას განხორციელებული áƒ”უთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებები", - განაცხადა ეუთოს დამკვირვებელთა შეზღუდული მისიის ხელმძღვანელმა გეერტ აჰრენსმა 6 ოქტომბერს.

"ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესის მოწმენი გავხდით ხმის მიცემის დროს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიმ ვან გელდერმა.

თუმცა, მისი თქმით, ამომრჩეველთა აქტივობის წინასაწარი მაჩვენებლები ადასტურებს, რომ "კიდევ ბევრია áƒ’ასაკეთებელი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ძალების ადგილობრივ საქმეებში ფართო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“.

წინასწარ დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ "მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა გამოასწოროს ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობები, ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ ვერ აღმოაჩინა თავისი გვარები სიებში“.

ეუთოს ოფისის საბოლოო მოხსენება ორ თვეში, მთელი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.  

Civil.Ge © 2001-2024