კასიანოვი: შოვისტური ისტერია უნდა შეჩერდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'06 / 17:53

მიხეილ კასიანოვმა, რუსეთის áƒ”როვნულ დემოკრატიული კავშირის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა თავისი საპრეზიდენტო ამბიციები, დაგმო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელბული ქმედებები.

კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: 

"რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებები, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს საქართველოსთან ურთიერთობაში მომხდარი áƒ˜áƒœáƒªáƒ˜áƒ“ენტის მოგვარებისკენ áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒáƒ“ა და რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაოფიციალური სანქციების განხორციელების თაობაზე, "დიდი სახელმწიფოს“ სტატუსს არ იმსახურებს. ამ პოლიტიკის გამართლება არ შეიძლება საქართველოს ხელმძღვანელობის არასწორი და ზოგჯერ პროვოკაციული ქმედებებით.

დისკრიმინაციის იმ კამპანიამ, რომელიც ამჟამად ხორციელდება არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ქართული წარმოშობის [რუსეთის] მოქალაქეების მიმართ, მიგვიყვანა კონსტიტუციის დარღვევამდე, რომელიც პირდაპირ კრძალავს მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვას მისი წარმომავლობის საფუძველზე. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის პირველი თავმჯდომარეობა დიდ რვიანში შევა ისტორიაში áƒáƒ áƒ მარტო გაზის გარშემო ატეხილი სკანდალებით, არამედ შოვინისტური ისტერიითაც“.    

Civil.Ge © 2001-2024