სემნები თბილისს მკაცრი რიტორიკის გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'06 / 19:27

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს "კანონიერი" მცდელობები შეცვალოს რუსული სამშვიდობო ოპერაცია კონფლიქტების ზონებში "სუსტს მხარეებს" შეიცავს, რადგანაც რუსეთის მიმართ "არასაჭირო პროვოკაციული“ გზით არის წარმოდგენილი, იტყობინება რადიო "თავისუფლება“. 

"გარდა ამისა, იმისათვის, რომ შეიქმნას პირობები კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, ის რიტორიკა, რომელიც ზოგჯერ სამართლიანად მკაცრია საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის მხრიდან, უნდა შემცირდეს და სანაცვლოდ ნდობის აღდგენისკენ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებებით შეიცვალოს, რათა შეიქმნას პირობები ქართული მხარის რეალური დიალოგისთვის სამხრეთ ოსურ და აფხაზურ მხარეებთან“, - განაცხადა სემნებიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილზე იყო საერთაშორისო ზეწოლა, რათა იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ზომიერი სიტყვით გამოსულიყო. შედეგად, აცხადებს სემნები, სააკაშვილმა თავი შეიკავა რუსი სამშვიდობოების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან გაყვანის კონკრეტული ვადები áƒ“აესახელებინა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში თბილისის სამშვიდობო გეგმაში წინსვლის კუთხით პროგრესი არ შეინიშნება, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ჩაანაცვლეს "ზომიერი" მომლაპარაკებლები. იგი ყოფილ სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას და ირაკლი ალასანიას გულისხმობდა. 

Civil.Ge © 2001-2024