პუტინი ეუთოს საქართველოზე ზემოქმედებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Oct.'06 / 11:58

რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთოს დაარწმუნოს საქართველოს ხელისუფლება უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების გეგმებზე.

6 ოქტომბერს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ დე გუხტის სახელზე გაგზავნილ წერილში , პუტინი აცხადებს, რომ ის "დადებითად აფასებს“ ეუთოს შემოთავაზებას შუამავლის როლი ითამაშოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

"მაგრამ, მე ასევე ვფიქრობ, რომ არსებულ სიტუაციაში ეუთო უნდა ეცადოს ხელი შეუწყოს რადიკალურ ცვლილებებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის, რომელიც დაძაბულობის ესკალაციისკენ და ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების "მოგვარების“ სამხედრო სცერანის მზადებისკენაა მიმართული“, - აცხადებს პუტინი წერილში.   

"გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უყურადღების აღარ áƒ“ატოვებს საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობას. იმედი მაქვს, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე პრინციპულ პოზიციას დაიკავებს“, - დასძინა მან.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეუთოს ხელმძღვანელობის ამგვარი პოზიცია ხელს შეუწყობს ორგანიზაციის სტატუსის გაძლიერებას და გაზრდის მის საჭიროებას საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

წერილში პუტინმა მადლობა გადაუხადა კარელ დე გუხტს ქართველი სამართალდამცავების მიერ დაპატიმრებული ოთხი რუსი ოფიცრის გათავისუფლების საქმეში აღმოჩენილი დახმარებისთვის.  

Civil.Ge © 2001-2024