მოსკოვიდან 119 საქართველოს მოქალაქე იქნა დეპორტირებული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'06 / 18:16

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სამგზავრო თვითმფრინავით "ილ–62" დღეს მოსკოვიდან 119 საქართველოს მოქალაქე იქნა დეპორტირებული თბილისში.

ეს დეპორტირებულთა მეორე ნაკადია მოსკოვიდან. 6 ოქტომბერს საიმიგრაციო წესების დარღვევის მოტივით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავმა 130–ზე მეტი ქართველი ჩამოიყვანა.

რუსეთში საქართველოს კონსულის განცხადებით, 70–მდე საქართველოს მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება მოსკოვში სხვადასხვა მიმღებ–გამანაწილებელში.

დღესვე რუსეთის საგანგებო სიტუაციათა თვითმფრინავმა რუსეთის 150 მოქალაქე  წაიყვანა საქართველოდან. ეს იმ "ნაწილობრივი  ევაკუაციის“ გაგრძელებაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ჯაშუშების სკანდალის áƒ’ამო ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაძაბულობის შედეგად გამოაცხადა.

Civil.Ge © 2001-2024