ბეჟუაშვილმა და სემნებიმ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობები განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Oct.'06 / 18:55

10 ოქტომბერს áƒ¡áƒáƒ’არეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ სატელეფონო საუბარში áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობები განიხილეს.

"ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოხატა წუხილი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო“, – იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, უახლოეს მომავალში ევროკავშირის ტროიკა (ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა – ფინეთის რესპუბლიკა, მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და ევროკომისიის წარმომადგენელი) აპირებს დემარშის გაკეთებას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის, ასევე რუსეთში ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნისა და ადამიანის უფლებათა სხვადახვა დარღვევების გამო.

მხარეებმა ასევე განიხილეს არსებულ ვითარებაში ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯები საქართველოსათვის ეკონომიკური დახმარების მიზნით.

სატელეფონი საუბარი ასევე შეეხო áƒ”ვროკავშირის როლის გაზრდის შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში.

Civil.Ge © 2001-2025