კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ვიდეო–კომპრომატი გამოქვეყნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Oct.'06 / 15:49

დღეს ქართულ ტელეკომპანიებში რესპუბლიკურ–კონსერვატორული ბლოკიდან áƒ—ბილისის საკრებულოს წევრის კობა დავითაშვილის წინააღმდეგ ვიდეო–კომპრომატი გავიდა, სადაც დავითაშვილი პიროვნებას ფულის გადახდის სანაცვლოდ პარტიულ სიაში გამსვლელ ადგილს პირდება.

"კურიერის“ თქმით, ეს პიროვნება ალადინ მირზაევია, ვიდეო–ჩანაწერი კი "რუსთავი 2“–ს და სხვა ტელეკომპანიებს კონსერვატორული პარტიის ქვემო ქართლის სამხარეო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აკაკი კაპანაძემ მიაწოდა.

ტელეკომპანია "იმედის" განცხადებით, ფარულ ვიდეო–ჩანაწერს თან ერთვის აკაკი კაპანაძის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ დავითაშვილისა და მირზაევის შეხვედრა მისი ორგანიზებული იყო და ფარული გადაღებაც თავად განახორციელა.

ვიდეო–ჩანაწერში, რომელიც ერთ–ერთ რესტორანშია გადაღებული, ჩანს სუფრასთან მსხდომი კობა დავითაშვილი, სავარაუდოდ ალადინ მირზაევი და კიდევ 2 ადამიანი, სადაც კობა დავითაშვილი მირზაევს ეუბნება: 150 ათასი დოლარი "არის ის თანხა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ მოვიგოთ [ადგილობრივი] არჩევნები დარჩენ ოპოზიციასთან ერთად“ თბილისში.

"ამ თანხის ამბავში ჩვენ áƒ›áƒ–ად ვართ, რომ თქვენ იყოთ სამ ადგილში ყველაზე მაღალ ადგილზე“,  –  აცხადებს კობა დავითაშვილი კონსერვატორული პარტიის სახელით და აქვე დასძენს, "ჩემი ამოცანა არის, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიაში ჩავეწერო კარგად“.

ამის შემდეგ ალადინ მირზაევი ამბობს, რომ მას თან აქვს 20 ათასი და გადასცემს დავითაშვილს სავარაუდოდ ამ თანხას, რაზეც დავითაშვილის რეპლიკაა: "ძალიან კარგი“.
 
უპარტიო ალადინ მირზაევს რესპუბლიკური და კონსერვატორული ბლოკის საარჩევნო სიაში მე–5 ადგილი ეკავა, თუმცა ბლოკმა თბილისის საკრებულოში მხოლოდ ერთი დეპუტატი – კობა დავითაშვილი – გაიყვანა.

კობა დავითაშვილი რესპუბლიკური პარტიის ოფისში მომხდართან დაკავშირებით პრესკონფერენციას დღეს 17 საათზე გამართავს.

Civil.Ge © 2001-2024