ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა "გენოციდზე“ განცხადება მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Oct.'06 / 11:19

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტმა 28 ოქტომბერს მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს აღიაროს "საქართველოს ნაციონალურ-ექსტრემისტული ძალების“ მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის áƒ¡áƒáƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒáƒ¦áƒ›áƒ“ეგო მოქმედებები áƒ áƒáƒ’ორც ოსი ხალხის გენოციდი, იტყობინებიან საინფორმაციო სააგენტოები "რეგნუმი“ და "კავკაზკი უზელი“.

"ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბები და სისტემატიური ხასიათი იძლევა საბაბს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს რეპრესია არის გენოციდი“, - ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე აღნიშნა თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართველებს "ეთნიკურ წმენდაში“ ადანაშაულებს.

ამჟამად, საქართველოში 1918-20 წლებში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები ფართო მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს. áƒ–ოგიერთი ქართველი ისტორიკოსი áƒáƒªáƒ®áƒáƒ“ებს, რომ მაშინ ახლად შექმნილ საქართველოს რესპუბლიკას  ჯარების გაგზავნა ცხინვალში, ჯავასა და როკის áƒ£áƒ¦áƒ”ლტეხილის მახლობლად მდებარე სოფლებში აჯანყებულების წინააღმდეგ მოუხდა, რომელთაც რუსმა ბოლშევიკებმა შთააგონეს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა, თავად რუს ბოლშევიკებს კი საქართველოს ხელში ჩაგდება სურდათ.  

Civil.Ge © 2001-2025