მოსკოვი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო და ალტერნატიული არჩევნების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'06 / 20:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 ნოემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი "სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის" შესაბამისად ტარდება, ხოლო ალტერნატიული არჩევნები და რეფერენდუმი მიზნად áƒ˜áƒ¡áƒáƒ®áƒáƒ•áƒ¡ ცხინვალის "ოფიციალური ხელისუფლების დისკრედიტაციას“ და ქართულ–ოსური კონფლიქტის ოსთა შორის დაპირისპირებაში გადატანას.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფერენდუმი რეგიონში ვითარების გართულებისა და ცხინვალზე მზარდი ზეწოლის კონტექსტში უნდა იქნას განხილული.

აშშ–მ და ევროკავშირმა უკვე დაგმეს ცხინვალის მიერ 12 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნები და რეფერენდუმი.

“დამოუკიდებლად იმისა, მიიღებს თუ არა რეფერენდუმი საერთაშორისო აღიარებას, ნებისმიერ შემთხვევაში ის გახდება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განწყობებისა და უპირატესობათა ინდიკატორი, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება რეალურ პოლიტიკაში“, – აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.

რაც შეეხება "ოსების ხსნის კავშირის" მიერ 12 ნოემბერს პარალელურად დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს, მოსკოვი აცხადებს, რომ "აქ საკმაოდ ცხადად ჩანს ქართველი პოლიტტექნოლოგებისა და მათი უცხოელი დამრიგებლების" როლი.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, "ოსების ხსნის კავშირი“ საქართველოს ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მხარდაჭერით მოქმედებს.

"რადგანაც "კავშირი" და მის უკან მდგომი ძალები არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში არ მოქმედებენ, შეიძლება დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ "არჩევნებისა“ და "რეფერენდუმის“ შედეგები áƒ˜áƒ¥áƒœáƒ”ბა "თაროდან“ აღებული საქართველოს ხელისუფლების მითითებით“, – ნათქვამია ოფიციალური მოსკოვის კომენტარში.

მოსკოვი ასევე ვარაუდობს, რომ "ოსების ხსნის კავშირი“ და მისი "სპონსორები“ სამხრეთ ოსეთის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიის ნაწილში ალტერნატიულ მთავრობას და ზოგიერთი მონაცემებით 2 ათას კაციან სახელმწიფო აპარატს დააფუძნებენ, რომელშიც "ლომის წილი“ კონფლიქტის ზონაში ახალ ძალოვან სტრუქტურებზე მოვა, რაც "კრიტიკულ ვითარებამდე" გაართულებს რუსი სამშვიდობოების მდგომარეობას.

"მიუხედევად 12 ნოემბერს დაგეგმილ ოფიციალური და პარალელური ღონისძიებების არალეგიტიმურობაზე საქართველოს ხელმძღვანელების ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებებისა, არსებობს იმის პროგნოზის საფუძველი, რომ ჩამოყალიბებული ალტერნატიული ხელისუფლება დე ფაქტოდ აღიარებული იქნება თბილისის მიერ და გამოცხადდება áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ áƒ”თ ოსეთის მოსახლეობის ერთადერთ კანონიერ წარმომადგენლად. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა მოიმატებს, ეთნიკურად საზოგადოების გახლეჩა შეიძლება პოლიტიკურ და ძალისმიერ კონფრონტაციაშიც გადაიზარდოს. მოვლენათა განვითარების ამგვარი განვითარების შედეგი იქნება ქართულ–ოსური დარეგულირების სრული კოლაფსი, კონფლიქტი კი მიიღებს შეუქცევად და "ცხელ“ áƒ®áƒáƒ¡áƒ˜áƒáƒ—ს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და აქვე დასძენს, რომ მისი წინასწარმეტყველება "ბნელი, მაგრამ რეალისტურია".

Civil.Ge © 2001-2024