ამერიკელი დიპლომატი საქართველოს კონფლიქტებზე და ენერგოუსაფრთხოებაზე საუბრობს
/ 18 Nov.'06 / 13:17
სივილ ჯორჯია

ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ მართლაც აქვს აზრი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის გზების ძიებას, თუმცა არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად, არ უნდა გადაიდგას რადიკალური ნაბიჯები, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 17 ნოემბერს.

მეთიუ ბრაიზა თბილისში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს შეხვდა. 18 ნოემბერს ბრაიზა სოხუმში აფხაზეთის ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს. 

თბილისში áƒ©áƒáƒ¢áƒáƒ áƒ”ბულ პრესკონფრენციაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრთან დავით კეზერაშვილთან შეხვედრამდე შედგა, ბრაიზამ ისაუბრა სეპარატისტულ კონფლიქტებზე, საქართველოს პოზიციაზე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, თბილისის თანამშრომლობაზე ირანთან გაზის მოწოდების თაობაზე და სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებზე.

"ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს უსაფრთხოების კუთხით, რაც ნიშნავს საქართველოს დახმარებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ხოლო ეს თავის მხრივ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას გულისხმობს. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს ენერგეტიკის სფეროში, რაც ნიშნავს გლობალურ ბაზრებზე კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებაში დახმარებას, რათა გაძლიერდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმის უზრუნველყოფას, რომ საქართველომ შეძლოს თავისი შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგორესურსებზე ამ ზამთარს და მომდევნო ზამთრებშიც. და ჩვენ ასევე გვაქვს საერთო ინტერესები, რომ დავეხმაროთ საქართველოს წარმატებულად განახორციელოს დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკური რეფორმები... მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის და საბაზრო სისტემის ეფექტურობის გაზრდისთვის“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ პრესკონფერენციაზე.

ენერგოუსაფრთხოება

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამჟამად საქართველო "რთულ მდგომარეობაში“ იმყოფება გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. რუსულმა ენერგოკომპანია "გაზპრომმა“ განაცხადა, რომ საქართველოს 1000 კუბურ მეტრ გაზს 230 აშშ დოლარად მიჰყიდის, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამცირებს გაზის საფასურს, თუ თბილისი "ზოგიერთი აქტივების“ გაყიდვაზე დათანხმდება.

"საქართველო რთულ მდგომარეობაში იმყოფება გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სომხეთი. საქართველოს მთავარი მომწოდებელი ამბობს: თქვენ ან გადაიხდით იმ ფასს, რომელსაც ჩვენ გეტყვით, ან თქვენ უნდა დათმოთ თქვენი სტრატეგიულ ენერგო ინფრასტრუქტურა, ან გაზს არ მიიღებთ. ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა“, - განაცხადა ბრაიზამ.

საქართველო ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან  ალტერნატიული გაზის მისაღებად.

"მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს ირანთან მიმართებაში, ნამდვილად არ გვინდა, რომ საქართველო, ან სომხეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ ენერგორესურსის გარეშე დარჩნენ ზამთარში“, - განაცხადა ბრაიზამ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არა მარტო იზიარებს საქართველოს მიზნებს ენერგომოწოდების დივერსიფიკაციის თაობაზე, არამედ "ჩვენ ამაზე უკვე ათ წელიწადზეა მეტია áƒ•áƒ›áƒ£áƒ¨áƒáƒáƒ‘თ“.

"და როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენი მიზანია არ წამოვიწყოთ რუსეთთან ან სხვა რომელიმე ქვეყანასთან ნულოვანი თამაში“, - დასძინა ბრაიზამ.

რუსეთი/საქართველო/ვმო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისი დათანხმდება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი შეასრულებს თავის სავაჭრო ვალდებულებებს საქართველოს მიმართ, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ თბილისმა შესაძლოა უარი თქვას თავის "კატეგორიულ" პოზიციაზე, áƒ áƒáƒ“გან  áƒáƒ¨áƒ¨-მ და რუსეთმა ფაქტიურად მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.   

კითხვაზე, შეეცდება თუ არა აშშ დაიყოლიოს თბილისი კომპრომისზე, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ როგორც აშშ მუშაობდა წლების განმავლობაში და დაასრულა რუსეთთან მოლაპარაკებები ორმხრივი ვაჭრობის საკითხებზე, სწორედ ისე უნდა დაასრულოს საქართველომ "თავისი ინტერესების გათვალისწინებით მოლაპარაკებები რუსეთთან ვმო-ში გაწევრიანებაზე“. 

აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალაა საჭირო

მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო საპოლიციო ძალაა საჭირო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დევნილთა დაბრუნებაში დახმარების მიზნით.

"ამ კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობა არის ის, რომ დევნილებმა შეძლონ დაბრუნება გალის რაიონში და აფხაზეთის სხვა რაიონებში. ახლა დევნილებს ეს შესაძლებლობა არ გააჩნიათ. მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ გალის რაიონში დანაშაულის ძალიან მაღალი დონე ადარდებთ. ეს არ არის დსთ-ს სამშვიდობოების ბრალი, რადგანაც მათი მანდატი არ ითვალისწინებს დანაშაულთან ბრძოლას. ამდენად, საჭიროა იყოს რაღაც სხვა დაჯგუფება და საერთაშორისო საპოლიციო ძალა, რომელიც შეებრძოლება დანაშაულს და შეუქმნის დევნილებს დაბრუნების პირობებს. ამ გზით ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ კონფლიქტის მოგვარებისკენ სვლა. [აფხაზეთის] დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მიმართული რაიმე მოქმედებაც კი შეარყევს კონფლიქტის მოგვარების იმედს“, - განაცხადა ბრაიზამ.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს პარლამენტის სურვილს შეიცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში არსებული სამშვიდობო ოპერაციები, "მაგრამ ყოველთვის არის კითხვა, თუ რისი უფლება აქვს მთავრობას და რომელი ეფექტური გზები არსებობს ამის მისაღწევად".   

"კითხვის არსია, თუ როგორ შეგვიძლია იმ არასტაბილური სიტუაციის თავიდან აცილება, რომელიც რადიკალურმა და სწრაფმა ცვლილებმა შეიძლება მოიტანოს“, - დასძინა მან.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის პოზიციას, რომ "აბსოლუტურად არანაირი áƒ¡áƒáƒ¤áƒ£áƒ«áƒ•áƒ”ლი არ არსებობს იმისა, რომ გაივლოს რაიმე პარალელი ან შექმნას პრეცედენტი კოსოვოს საკითხმა სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში".

ბრაიზამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განსხვავებული შედეგებით დამთავრებულმა ორმა რეფერენდუმმა  დაადასტურა, რომ "უკიდურესად რთულ სიტუაციებში" რეფერენდუმის ჩატარება ხელს არ უწყობს კონფლიქტების მოგვარებას.

"ის, რაც სამხრეთ ოსეთში მოხდა, გაურკვეველია, მე რეფერენდუმს ვგულისხმობ. ერთმა ჯგუფმა, ოსების, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, ამ პროცესის სანდო საერთაშორისო მონიტორინგის გარეშე. მეორე მთავარმა ეთნიკურმა ჯგუფმა, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო, თავისი საკუთარი რეფერენდუმი ჩაატარა, რასაც სრულიად განსხვავებული შედეგი მოყვა. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს, რომ რეფერენდუმი უკიდურესად რთულ ვითარებაში, საიდანაც ერთი ეთნიკური ჯგუფი კონფლიქტის შედეგად იქნა განდევნილი, არ უზრუნველყოფს რაიმე საჭირო პრეცედენტს ან გარანტირებულ გზას ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ბრაიზამ. 

Civil.Ge © 2001-2024