![]() |
|||
ტელეკომპანია "იმედის“ საკვირაო გადაცემა "დროებამ“ 19 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2“–ის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, კუთვნილი 78% აქციები გაყიდა. "დრობაში" გამოითქვა ვარაუდი, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ შესაძლოა ამ გარიგებას უკავშირდებოდეს, რომელიც, "დროების“ ინფორმაციით, მის გადადგომამდე რამდენიმე დღის ადრე კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დიმა ქიტოშვილის შუამავლობით შედგა. გადაცემა "დროებაში“ ასევე განაცხადეს, რომ "რუსთავი 2“–ის აქციათა 78%–ის მფლობელი კომპანია "ჯეოტრანსი“ გახდა, რომლის დამფუძნებელიც დიტო ქიტოშვილის ახლო მეგობარია. ამ ინფორმაციაზე ქიტოშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა დღეს "რუსთავი 2"–ის გადაცემა "ბიზნესკურიერში" განმარტებას გააკეთებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025