ოქრუაშვილი პოლიტიკიდან დროებით მიდის
/ 20 Nov.'06 / 16:06
სივილ ჯორჯია

ირაკლი ოქრუაშვილმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ის "ძალიან მალე" დაბრუნდება ქართულ არმიაში, რათა დაასრულოს მთავარი ამოცანა - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მანამდე, ის საზღვარგარეთ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განათლების მისაღებად გეგმავს წასვლას.

ოქრუაშვილმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც 17 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 10 ნოემბერს გადაიყვანა.    

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და გიორგი არველაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გიორგი არველაძე სააკაშვილმა დღეს ეკონომიკის ახალ მინისტრად წარადგინა.

ნათლად ჩანდა, რომ სააკაშვილიც და ოქრუაშვილიც ცდილობდნენ არ შეემჩნიათ ის ბზარი, რომელიც დიდი ხნის მოკავშირეებს შორის გაჩნდა. 

"მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ და ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მდგომარეობს ჩვენ გერბზე გამოსახულ სიტყვებში: ძალა ერთობაშია.  და ალბათ ამ სიტყვების სისრულეში მოყვანის გარეშე შეუძლებელია იმ ოცნების ასრულება, რომელიც თითოეულ ქართველს და მათ შორის მეც გამაჩნია, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა...მე მივდივარ, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები იქ, სადაც დარჩა ჩემი გული. დავბრუნდები იმისთვის, რომ დავამთავროთ ის საქმე, რომელიც დაუმთავრებელი დაგვრჩა... ოღონდ მნიშვნელობა არ აქვს მინისტრად თუ ჯარისკაცად“, –   განაცხადა ოქრუაშვილმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი უცხოეთში სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში განათლების მისაღებად გეგმავს წასვლას. 

"თავიდანვე მეუბნებოდა ირაკლი, რომ უნდოდა თავდაცვის მინისტრობიდან წასვლა, რათა გაეგრძელებინა განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება სამხედრო–პოლიტიკურ სფეროში საზღვარგარეთ. მაშინ მე ვთხოვე, რომ ამას ჯობდა ეკონომიკის მინისტრად გადასვლა. თავიდან შევთანხმდით, ვინაიდან მაინც მოდიოდა თავდაცვის სამინისტროდან, მაგრამ მერე მაინც თავისივე აზრზე დარჩა და პრინციპში მე ამას პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ირაკლი და მიმაჩნია, რომ მისი ნებისმიერი არჩევანი ჩემთვის არის გასაზიარებელი, თუმცა ჩვენ კარგი გეგმები დავაწყვეთ და მიმაჩნდა, რომ ის იქნებოდა და იქნება კარგი ეკონომიკის მინისტრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

"მას ბევრი შეთავაზება აქვს სწავლასთან დაკავშირებით... ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობარი და თანაგუნდელი ამ მიმართულებით მოახდენს თავის თავის რეალიზებას და ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი მთლიანად სახელმწიფო აპარატისთვის და მე ამას მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა სააკაშვილმა. 
 
"ნახეთ რა მომღიმარი და კმაყოფილია ოქრუაშვილი“, – დასძინა პრეზიდენტმა.

პრეს-კონფერენციაზე ოქრუაშვილმა პრეტენზია გამოთქვა თბილისის მერის გიგი უგულავას მისამართით. უგულავამ განაცხადა, რომ ოქრუაშვილის გადაწყვეტილება მთავრობიდან წასვლის თაობაზე "იმპულსური“ იყო. "საქართველოს მაინც მიაღწევს გამარჯვებებს, ოღონდ ამჯერად ირაკლის გარეშე“, - áƒ“ასძინა უგულავამ.

"რათა თქმა უნდა ჩვენ მივაღწევთ მიზნებს, მაგრამ არა ისე როგორც გიგი უგულავას წარმოუდგენია - ჩემს გარეშე, ჩვენ ერთად გავაკეთებთ იმას, რასაც მთელი ქართველი ხალხი ელოდება“, - განაცხადა ოქრუაშვილი. 

სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა კრიზისის ნიშნები გააჩინა.

"მგონი დაგავიწყდათ, როგორ გამოიყურება ნამდვილი კრიზისი ... კრიზისები აქვს იმ ქვეყნებს, ვინც საქართველოს უქმნიან პრობლემებს, ჩვენ კრიზისები არ გვექნება მათი მცდელობის მიუხედავად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ეკონომიკის ახალი áƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒ˜

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ დაიკავა.

"ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტრო ქვეყნისთვის, მეორე საუკეთესო კადრი, რომელიც მე მყავს, მემეტება რომ წავიდეს ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე, იმიტომ რომ ჩვენი თავდაცვის ხაზი მართლაც გადის ეკონომიკაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

"საქართველოს მთავრობას áƒáƒ¥áƒ•áƒ¡ ჩვენი ქვეყნის განვითარების კონკრეტული გეგმა და ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ მიზნის მისაღწევად. მე მესმის რამდენად მნიშვნელოვან დავალებაზე მივდივარ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ გაუძლოს ნებისმიერ გამოწვევას“, - განაცხადა áƒáƒ áƒ•áƒ”ლაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკვე გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება არველაძის დანიშვნასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ მას ეკონომიკის სფეროში გამოცდილება არ აქვს. 

Civil.Ge © 2001-2024