"იმედი" და "რუსთავი 2" ყოფილი აგენტის საქმის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Nov.'06 / 13:00

ლონდონში ყოფილი რუსი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის შედეგად გარდაცვალება და მისი საქმის გაშუქება ორ ქართულ ტელეკომპანიას - "რუსთავი 2"-სა და "იმედს" შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

თავდაპირველად, როცა გავრცელდა ინფორმაცია რუსი აგენტის საქმის შესახებ, ტელეკომპანია "იმედმა“ თავი აარიდა ამ ინფორმაციის გაშუქებას, მაშინ როცა "რუსთავი 2“ თითქმის ყოველდღიურად გადასცემდა ინფორმაციას ამ საქმის ირგვლივ და ყურადღებას ამახვილებდა კავშირზე ანდრეი ლუგოვოისა [პიროვნება, რომელსაც ლიტვინენკო áƒšáƒáƒœáƒ“ონში მოწამვლამდე შეხვდა] და გავლენიან ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს შორის.  

ტელეკომპანია "რუსთავი 2“ იტყობინებოდა თავის საინფორმაციო პროგრამაში, რომ ლუგოვოი ბოლოს დროს რამდენჯერმე სტუმრობდა საქართველოს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის მოწვევით. ტელეკომპანიის თქმით, ლუგოვოი შესაძლოა კავშირში áƒ˜áƒ§áƒáƒ¡ ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლასთან. "რუსთავი 2“-მა აღნიშნა, რომ პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის ოფიციალური წარმომადგენლებისგან კომენტარის აღება ვერ მოხერხდა და დასძინა, რომ ლუგოვოი პატარკაციშვილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა მისი უცხოეთში მოგზაურობების დროს.

24 ნოემბერს ჟურნალისტმა, რომელმაც "კურიერში“ ამ თემაზე áƒ¡áƒ˜áƒ£áƒŸáƒ”ტი მოამზადა, განაცხადა, რომ ამჟამად ორი ძირითადი ვერსია განიხილება დასავლურ მედიაში: ერთის მიხედვით, მოწამვლის უკან შესაძლოა კრემლი იდგეს, ხოლო მეორეს მიხედვით, ლიტვინენკოს ზოგიერთ მეგობარს შეეძლო ამის გაკეთება, მათ შორის ბორის ბერეზოვსკის, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და რომელიც პატარკაციშვილის დიდი ხნის ბიზნეს პარტნიორია. სატელევიზიო სიუჟეტის მიხედვით, ლუგოვოი, რომელიც ამჟამად ბიზნესმენობს, რუსული ტელეკომპანია ORT-ს დაცვის სამსახურის უფროსი იყო იმ დროს, როდესაც ტელევიზიას პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი აკონტროლებდნენ.

24 ნოემბერს რადიოსადგურ "ეხო მოსკვის“ ეთერში საუბრისას ლუგოვოიმ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი მოწამვლის საქმესთან და განაცხადა, რომ იგი გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა და áƒ˜áƒ¥áƒ•áƒ” დასძინა, რომ ბადრი პატარკაციშვილი მისი "დიდი ხნის პარტნიორია; ეს არის და ეს“.

24 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედმა“ საინფორმაციო პროგრამაში "ქრონიკა" დეტალურად გააშუქა ლიტვინენკოს სიკვდილის გარშემო არსებული ვითარება და განაცხადა, რომ "მედიის ზოგიერთი წყაროს“ მცდელობა ლიტვინენკოს საქმე პატარკაციშვილს დაუკავშიროს "არაპროფესიონალიზმია“.

"ძალიან ცუდია, ძალიან ცუდია შეეცადო ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია რაღაც ტიპის პოლიტიკურ თამაშებში გახვიო“, - განუცხადა პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა პაატა ჩახნაშვილმა ტელეკომპანია "იმედს“.

ტელეკომპანია "იმედმა“ ასევე განაცხადა, რომ ლუგოვოის "არაფერი აქვს საერთო“ პატარკაციშვილის დაცვის სამსახურთან.

Civil.Ge © 2001-2024