თბილისში ფიქრობენ, რომ მოსკოვი სეპარატისტული რეგიონების აღიარებისთვის ემზადება
/ 7 Dec.'06 / 11:12
სივილ ჯორჯია

კრემლი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ნიადაგს ამზადებს, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა თბილისში მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 6 დეკემბერს მიიღო განცხადებები, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდა ეს ორი თვითგამოცხადებული რეგიონი აღიაროს. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ეს დოკუმენტები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სავალდებულო áƒ®áƒáƒ¡áƒ˜áƒáƒ—ს არ ატარებენ, áƒœáƒáƒ—ელია, რომ ამ განცხადებების ერთხმად მიღება ასახავს რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოზიციას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, განაცხადეს ქართველმა კანონმდებლებმა 6 დეკემბერს.  
 
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ ორ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის  სწრაფვა დამოუკიდებლობისადმი. 
 
აფხაზეთის შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ურთიერთობები აფხაზეთთან თვითგამოცხადებული რეგიონის პარლამენტის თხოვნას უნდა დაეფუძნოს, რომელიც მოუწოდებს რუსეთს ცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და "ასოცირებული ურთიერთობები“ დაამყაროს რეგიონთან.
 
განცხადებაში საქართველოს ხელისუფლება დაძაბულობის გამწვავებაშია დადანაშაულებული და ნათქვამია, რომ თბილისის აგრესიული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ "საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის ფედერაციის ათასობით მოქალაქეს“ .
 
სამხრეთ ოსეთის შესახებ მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 ნოემბერს თვითგამოცხადებულ რეგიონში ჩატარებულმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა გამოავლინა მისი მოსახლეობის "აშკარა სწრაფვა“ დამოუკიდებისადმი, რაც "მხედველობაში უნდა მიიღოს საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებათა, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“. 
 
"სახელმწიფო სათათბიროს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე უნდა აწარმოოს. ეს ნება ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების შესაბამისად და ასევე რუსეთის ფედერაციის კანონების საფუძველზე ჩატარებულ რეფერენდუმზე იქნა გამოხატული , - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის შესახებ განცხადებაში.
 
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება "მოულოდნელი“ იყო, რადგანაც თბილისი რუსეთის ამგვარ ნაბიჯს კოსოვოს სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ელოდა, რომელსაც, სავარაუდოდ, დამოუკიდებლობას მიანიჭებენ. 
 
"აშკარაა, რომ სათათბიროს გადაწყვეტილება კრემლიდან იყო ინიცირებული და მხარდაჭერილი. რუსეთის მთავრობა ნიადაგს ამზადებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის“, - განუცხადა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია "მზეს". 
 
"პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ რეგიონების აღიარება საქართველოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება“, - დასძინა მან.
 
თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ ამგვარ სცენარს "დამღუპველი შედეგები ექნება რუსეთისთვის".
 
ამასობაში, აფხაზეთში 6 დეკემბერს სოხუმის ცენტრში ათასობით ადამიანის მონაწილეობით "სახალხო კრება" გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთის საზოგადოების ერთობისა და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის  დემონსტრირებას. ღონისძიება დროში დაემთხვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ განცხადებების განხილვას.
 
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა საზოგადოებრივ შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთი და საქართველო ვერასდროს ვერ შეძლებენ ერთიან სახელმწიფოში თანაარსებობას.
 
"დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ თავად აფხაზეთის საზოგადოება ძალიან შეწუხებულია რუსეთის ქმედებების გამო, რადგანაც მათ ესმით, რა შეიძლება მოყვეს რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული რეგიონების ოფიციალურად აღიარებას... და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ აღიარება ომის ტოლფასი იქნება“, - განაცხადა თარგამაძემ.      
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 6 დეკემბერს, áƒ¡áƒáƒ—ათბიროში გადაწყვეტილებების მიღებამდე განაცხადა, რომ სახელმწიფო სათათბიროს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ამ დოკუმენტების მიღება "დიდი შეცდომა" იქნებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ასევე გააფრთხილა რუსეთის სახელმწიფო სათათბირო არ მიეღო განცხადებები თვითგამოცხადებული რეგიონების შესახებ. 
 
"იმედია, რუსი კოლეგები არ გადადგამენ ამ ნაბიჯს, რომელიც სრულიად მიუღებელია საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით და ასევე იმ ვალდებულებების თვალსაზრისით, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოსთან დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებში. მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას რუსეთის სათათბირო მიიღებს, მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს, ვისთან აქვს საქართველოს საქმე და რა რეალური ინტერესები დგას იმ წნეხის და ზეწოლის უკან, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს მიმართ“, - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.
 
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ორი განცხადების მიღების შემდეგ ქართველი დეპუტატები 6 დეკემბერს გვიან ბურჯანაძესთან შეიკრიბნენ, რათა საქართველოს პარლამენტის მიერ საპასუხო ნაბიჯებზე ემსჯელათ. 
 
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილიც დაესწრო.
 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებდა განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გამოხატოს შეშფოთება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 
 
"მე ამ სიტუაციის დრამატიზებას მხარს არ დავუჭერდი... ამ განცხადებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს“, - განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.  
 
"საქართველოს პარლამენტი მიიღებს მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე, რათა ადექვატურად იქნას შეფასებული ეს დოკუმენტები“, - განაცხადა áƒ“ეპუტატმა áƒœáƒ˜áƒ™áƒ გვარამიამ. 
 
"ამ დოკუმენტის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს საქართველოს პროვოცირება“, - განაცხადა პარლამენტის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ.

Civil.Ge © 2001-2024