მწვანეთა პარტია რადიაქტიული ნივთიერებების აფხაზეთში არსებობას არ გამორიცხავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Dec.'06 / 15:55

საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ რადიაქტიული ნივთიერება "პოლინიუმ 210“ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ფიზიკის ტექნიკურ ინსტიტუტში და ასევე გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ინახება.

იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ სწორედ აფხაზეთიდან მოხდა ამ ნივთიერების გატანა დიდ ბრიტანეთში, სადაც ამ რადიოაქტიური ნივთიერებით რამდენიმე კვირის წინ ყოფილი რუსი აგენტი ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს.

"ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი ნივთიერება [აფხაზეთის ტერიტორიაზე] და უფრო მეტიც არსებობს სხვა, გაცილებით უფრო ძლიერი  ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ასევე ძალიან საშიშია... მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა განიხილოს აფხაზეთის ტერიტორიაზე პოლინიუმ 210-ის არსებობა, როგორც ლონდონში მომხდარი მკვლელობის ერთ–ერთი სავარაუდო წყარო“, – განაცხადა დღეს გამართულ პერსკონფერნციაზე გიორგი გაჩეჩილაძემ.

მწვანეთა პარტიის ლიდერი გაეროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს და ქართველ ექსპერტებს მოუწოდებს შეამოწმონ ფიზიკის ტექნიკურ ინტიტუტში და გუდაუთის ბაზაზე არსებული მდგომარეობა.

Civil.Ge © 2001-2024