საპარლამენტო უმრავლესობამ დსთ-დან გამოსვლაზე კენჭისყრას თავი აარიდა
/ 9 Dec.'06 / 12:29
სივილ ჯორჯია

საპარლამენტო უმრავლესობამ 8 დეკემბერს ყველა ხერხს მიმართა, რათა თავიდან აეცილებინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს გამოსვლის თაობაზე ოპოზიციონერი áƒ“ეპუტატების წინადადების კენჭისყრა, რამაც ოპოზიციის გულისწყრომა გამოიწვია.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს შეუძლია áƒ™áƒ”ნჭისყრა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით გადადოს, მიუხედავად წინადადების ინიციატორის პოზიციისა.

მმართველმა პარტიამ áƒ¡áƒ¬áƒáƒ áƒ”დ ამ წესით იხელმძღვანელა და კენჭისყრა არ გამართა, რადგანაც დსთ-დან გამოსვლაზე უარის თქმა áƒ¥áƒáƒ áƒ—ველი ამომრჩევლის თვალში áƒáƒ áƒáƒžáƒáƒžáƒ£áƒšáƒáƒ áƒ£áƒš ნაბიჯად აღიქმება.

თეორიულად შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ყოველ სხდომაზე მოითხოვოს, რადგან შესაბამისი დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურა პარლამენტმა უკვე გაიარა.

"ჩვენ გთავაზობთ, დააყენოთ ეს წინადადება კენჭისყრაზე მაშინ, როდესაც პარლამენტი მზად იქნება ერთხმად მიიღოს იგი. თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ კენჭისყრა ყველა სხდომაზე მოითხოვოთ“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციონერ კანონმდებლებს.

"თქვენი პოზიცია და ამ პროცედურული ტაქტიკის გამოყენება იგივეა, რაც დსთ-დან გამოსვლის წინააღმდეგ ხმის მიცემა“, - განუცხადა დეპუტატმა დემოკრატიული ფრონტიდან გია თორთლაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან ნათლად მიანიშნეს, რომ ისინი არ დაუჭერდენ მხარს ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის áƒ˜áƒœáƒ˜áƒªáƒ˜áƒ áƒ”ბულ დადგენილების პროექტს, რომელიც საქართველოს დსთ-დან გამოსვლას ეხება.   

ოპოზიციამ ბოლო მომენტში დადგენილების áƒžáƒ áƒáƒ”ქტის ფორმულირება შეარბილა იმ მოტივით, რომ დაეყოლიებინა მმართველი პარტია მხარი დაეჭირა მათი წინადადებისთვის. კერძოდ, დემოკრატიულმა ფრონტმა ნაცვლად მოთხოვნისა დსთ-დან დაუყონებლივ გამოსვლის თაობაზე, áƒ¨áƒ”სთავაზა პარლამენტს მოეთხოვა პრეზიდენტისაგან 2007 წლის 15 თებერვლამდე áƒ’ამოსულიყო დსთ–ს საკითხზე შესაბამისი წინადადებით. თუმცა, მმართველმა პარტიამ ეს წინადადებაც არ გაიზიარა.

"ჩვენ ამ წინადადების წინააღმდეგ ვართ, ისევე როგორც რაიმე ვადების დაწესების“, - განაცხადა დეპუტატმა გივი თარგამაძემ.  

იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უარი განაცხადა 8 დეკემბერს დსთ–ს საკითხზე დებატებში მონაწილეობაზე, მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს მოხსენებები.

"ვერ გამიგია, რატომ ეშინია ასე ძალიან საპარლამენტო უმრავლესობას ამ საკითხის გარშემო დებატების გამართვის. როგორც ჩანს, მათ არაფერი აქვთ სათქმელი და არ გააჩნიათ არგუმენტები ქვეყნის დსთ-ში დარჩენის სასარგებლოდ“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მან სთხოვა ოპოზიციას არ გამოეტანა საკითხი განსახილველად. 

"მე მართლაც გთხოვეთ თქვენ გუშინ გადაგვეტანა, რადგანაც ახლა არ არის შესაფერისი დრო ამ საკითხის განსახილველად“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგიული გადაწყვეტილება ნათელია: ჩვენ უნდა დავტოვოთ [დსთ]; მაგრამ ტაქტიკის საკითხია, თუ როდის უნდა გავაკეთოთ ეს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საუკეთესო დრო უნდა შევარჩიოთ“, - განაცხადა დეპუტატმა რატი სამყურაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან 8 დეკემბერს.

"დსთ-დან დაუყოვნებლივ გამოსვლის შედეგად საქართველო დაკარგავს იმ ხელსაყრელ პირობებს ორმხრივ ვაჭრობაში, რომლებიც ამჟამად დსთ-ს ქვეყნებთან აქვს. ამდენად, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებები დსთ-ს თითოეულ ქვეყანასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ.

"დსთ მხოლოდ რუსეთი არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 8 დეკემბერს. იგი გულისხმობდა, რომ ორგანიზაციის ფარგლებში დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა áƒ›áƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒœáƒ”ლოვანია საქართველოსთვის. 

დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიიდან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების არქონა არ არის ძლიერი არგუმენტი.

"ეს [ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება]არის პროცედურა, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს მთავრობისგან და მას შეეძლო ამ პროცესის ადრე დაწყება სინამდვილეში რომ ჰქონოდა დსთ-ს დატოვების სურვილი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დეპუტატმა დავით გამყრელიძემ პარლამენტის სხდომაზე  განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტს, რომ ახლა დსთ-დან გამოსვლის შესაფერისი დრო არ არის, ლეგიტიმურობა აკლია.

"თუ შესაფერისი დრო იყო იმისათვის, რომ რუსი მომხმარებლისთვის ფეკალიები შეგვეთავაზებინა და თუ შესაფერისი დრო იყო შპიონების შოუს დადგმისთვის თბილისში რუსული დაჯგუფების შტაბისთვის ალყის შემორტყმით, რატომ არ არის შესაფერისი დრო დსთ-დან გამოსასვლელად?... ვფიქრობ, ეს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაა; მთავრობამ მეტი სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს პოლიტიკის გატარების დროს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დებატები ამ საკითხზე 10 ნოემბერსაც გაიმართა. თუმცა, მაშინ საპარლამენტო ოპოზიცია კომპრომისზე წავიდა და არ მოითხოვა კერჭისყრის ჩატარება დადგენილების áƒžáƒ áƒáƒ”ქტზე იმ მოტივით, რომ არ სურდა საქართველოს პარლამენტში უთანხმოების დემონსტრირება რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე. თუმცა, ოპოზიციამ მაშინ ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხს დეკემბერში კვლავ წამოწევდა და კენჭისყრის ჩატარებასაც მოითხოვდა. 

Civil.Ge © 2001-2024