სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Dec.'06 / 12:15

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 28 წლის სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამრომელი დამნაშავედ არის ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2006 წლის ივლისში შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილი უფროსი გია ალანია დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე დეპარტამენტის კიდევ სამ თანამშრომელს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ყოფილი პოლიციელების ადვოკატები áƒáƒ›áƒ¯áƒ”რად მსჯავრდებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ, ხოლო პროკურორები მათი განაჩენის ერთი წლით გახანგრძლივების წინადადებით გამოვიდნენ. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს შალვა შავგულიძეს სასამართლო პროცესზე იმის დამტკიცება სურდა, რომ მკვლელობის საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანიც იყო ჩართული.

თუმცა, 8 დეკემბერს გამართულ პროცესზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა შავგულიძის შუამდგომლობა შეესწავლათ ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი თქმით, ქვემდგომმა სასამართლო ინსტანციამ ყურადღების მიღმა დატოვა.

შავგულიძის თქმით, საქალაქო და ასევე სააპელაციო სასამართლოებმა უარი განაცხადეს იმ დამატებითი მტკიცებულებების შესწავლაზე, რომელთაც შესაძლოა გამოევლინათ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების áƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ˜ მკვლელობის საქმესთან.  

 

Civil.Ge © 2001-2024