პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის რესტიტუციის შესახებ კანონი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'06 / 19:19

პარლამენტმა დღეს 136 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი მესამე მოსმენით კანონს "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“.

კანონის მიზანია, 1990-1992 წლებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებული ფიზიკური პირების ქონებრივი რესტიტუცია, ადეკვატური უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან ქონებრივი ზიანის კომპენსაცია.

კანონი, რომლის მიღების ვალდებულებაც საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო და კონფლიქტის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევა, ძალაში 2007 წლის 1 იანვრიდან შევა.

 

Civil.Ge © 2001-2024