საქართველოს გაზმომარაგების ბალანსი გამოიკვეთა
/ 30 Dec.'06 / 12:41
სივილ ჯორჯია

2007 წელს საქართველოში გაზის იმპორტის ბალანსი მეტ–ნაკლებად გაირკვა, თუმცა რა იქნება ძვირი რუსული გაზისა და შედარებით იაფი აზერბაიჯანული გაზის კომბინირებული áƒ¤áƒáƒ¡áƒ˜, ჯერ კიდევ განსასაზღვრია.

ზამთრის პერიოდში, საქართველოს გაზის უმეტეს ნაწილს "გაზპრომისგან“ მიიღებს, მთლიანი მოხმარების 1/8–ს კი აზერბაიჯანი მოაწვდის, განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დეპუტატებს 29 დეკემბერს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის დროს.

მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან ყოველდღიურად 1 მლნ კუბამეტრი გაზის მოწოდების თაობაზე შეთანხმებას 25 დეკემბერს ბაქოში ვიზიტის დროს მიაღწია.

ამ გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 120 აშშ დოლარი იქნება.

ნოღაიდელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი კუბამეტრი გაზი საქართველოს ყოველდღიური მოხმარების 1/8–ია, "ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევაა“, რადგან გაჩნდა ალტერნატიული მომწოდებელი.

პრემიერ–მინისტრმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ეს არ იქნება შაჰ–დენიზის გაზი, არამედ ”ეს არის áƒ¡áƒ®áƒ•áƒ აზერბაიჯანული გაზი.”

მისი თქმით საქართველოში ჯერ არ შემოსულა áƒ¨áƒáƒ°â€“დენიზის გაზი ჭაბურღილზე შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო. შაჰ–დენიზის გაზის საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირების დაწყების ზუსტი დრო იანვრის განმავლობაში გაირკვევა, განაცხადა ნოღაიდელმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შაჰ–დენიზის გაზსადენზე ტექნიკური პრობლემები აღმოიფხვრება, "ჩვენ ჯერ შევამცირებთ და შემდეგ შევწყვეტთ ძვირი რუსული გაზის მიღებას“. ანალოგიური განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 დეკემბერს.

მაგრამ გაურკვეველია, როგორც მოახერხებს მთავრობა რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტას, როცა "გაზპრომმა“ უკვე გააფორმა სამი ერთწლიანი áƒ“ა ერთი სამთვიანი კონტრაქტი საქართველოში მოქმედ კომპანიებთან.

ამ კონკტრაქტების მიხედვით â€áƒ’აზპრომი” áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს 2007 წელს საერთო ჯამში 1,46 მლრდ კუბამეტრ გაზს მოაწვდის; 1000 კუბურ მეტრს 235 აშშ დოლარად. ეს რაოდენობა áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს გაზმოხმარების თითქმის 80%–ს შეადგენს.

ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ განუმარტავს, როგორ მოხდება რუსული გაზის ჩანაცვლება, მითუმეტეს, რომ არ არსებობს შეთანხმება შაჰ–დენიზის გაზსადენით დამატებითი ბუნებრივი აირის მიღების თაობაზე.

ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის გეგმებზე უფრო შიდა მოხმარებისაა და პოლიტიკურად მოტივირებულია, რათა თავიდან იქნას აცილებული ოპოზიციის კრიტიკა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მოლაპარაკებების გზით დროულად მიეღწია აზერბაიჯანთან და თურქეთთან შეთანხმებას შაჰ–დენიზის დამატებითი გაზის გამოყოფის თაობაზე.

საქართველო, 2003 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, შაჰ–დენიზის გაზსადენით 250 მლნ კუბამეტრს აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, აქედან 200 მლნ–ს უფასოდ, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და 50 მლნ–ს იაფად, ათას კუბამეტრზე 55 აშშ დოლარად შეიძენს.

ამდენად, რუსული გაზი –  1,46 მლრდ, შაჰ–დენიზში კუთვნილი რაოდენობა  – 250 მლნ, ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანიდან ყოველდღიურად მისაღები 1 მლნ კუბამეტრი გაზი ჯამში 1,71 მლრდ კუბამეტრზე მეტია, რაც სავარაუდოდ საკმარისი უნდა იყოს áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოსთვის მომავალ წელს. 

"ყაზტრანსგაზ–თბილისმა“, რომელიც დედაქალაქში ანაწილებს გაზს, განაცხადა, რომ "გაზპრომთან“ 200 მლნ კუბამეტრი გაზის მოწოდების თაობაზე სამთვიანი შეთანხმება გააფორმა.

"ყაზტრანსგაზ–თბილისს“ 2007 წლის განმავლობაში თბილისელი მომხმარებლების დასაკმაყოფილებლად დამატებით კიდევ 220 მლნ კუბამეტრი სჭირდება. ეს áƒ áƒáƒáƒ“ენობა სავარაუდოდ, შაჰ–დენიზის გაზით შეივსება მას შემდეგ, რაც გაზსადენი ექსპლოატაციაში შევა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნოემბერში გაკეთებული შეფასებების თანახმად, რუსული და შაჰ–დენიზის გაზის შეწონილი ფასი ათას კუბამეტრზე დაახლოებით 191 აშშ დოლარი იქნება. თუმცა ეს შეფასება ეყრდნობა "გაზპრომის“ თავდაპირველ წინადადებას 2007 წელს საქართველოსთვის ათასი კუბამეტრი გაზის 230 აშშ დოლარად მიყიდვის თაობაზე. მას შემდეგ რუსული გაზის ფასი კიდევ 5 აშშ დოლარით გაიზარდა და შედეგად მომავალ წელს საშუალო ფასი ათას კუბამეტრზე 191 აშშ დოლარს გადააჭარბებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა უკვე მიმართეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) გაზის ტარიფის მომატების წინადადებით. სემეკი ახალ ტარიფს სავარაუდოდ, იანვარში დაადგენს.

სემეკ–ის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ტარიფი გაიზრდება, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. ამჟამად თბილისში სამომხმარებლო ტარიფი კუბამეტრზე 34 თეთრს შეადგენს.

2007 წლის ბიუჯეტში ბოლო მომენტში დამატებით 100 მლნ ლარზე მეტი იქნა გათვალისწინებული ენერგეტიკის სფეროზე. პრემიერ–მინისტრმა 29 დეკემბერს ბიუჯეტის დამტკიცების წინ დეპუტატებს განუცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ამ თანხებს სესხის სახით გასცემს გაზგამანაწილებელ კომპანიებზე, რათა იმპორტირებული ძვირი გაზის "პრობლემა ნაკლებად მტკივნეულად აისახოს გაზის სადისტრიბუციო კომპანიებსა და მოსახლეობაზე“.

Civil.Ge © 2001-2025