HRW: საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაჩვენებლები არაერთგვაროვანია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Jan.'07 / 14:22

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა სიამაყით აცხადებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის მაჩვენებლები ქვეყანაში კვლავაც ”არაერთგვაროვანია”, ნათქვამია Human Rights Watch-ის 2007 წლის ანგარიშში.

"სამართალდამცავების ქმედებების დაუსჯელობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება; ეფექტური გამოძიებები იშვიათია. აღმასრულებელი ხელისუფლება ძლიერ გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაზე და რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ“, - აცხადებს HRW.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ გააძლიერა ბრძოლა კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემაში, "რასაც შედეგად მოყვა ძალის უფრო ხშირი გამოყენება დაკავებულთა დასამორჩილებლად ან დასასჯელად“.   

HRW-ის ცნობით, საქართველოში პატიმართა უმეტესობა - რომელთა 63% წინასწარი დაკავების სტადიაში áƒ˜áƒ›áƒ§áƒáƒ¤áƒ”ბა - ცხოვრობს გაჭედილ, ცუდად განიავებულ, ჭუჭყიან საკნებში.

თუმცა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც გაზეთ "24 საათში“ 12 იანვარს გამოქვეყნდა, 2006 წელს მისჯილთა რაოდენობა ჭარბობს წინასწარ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობას. პატიმართა გარდაცვალების ფაქტებმა გასულ წელს 92-ს მიაღწია - მათი უმეტესობა ჯანმრთელობის áƒ›áƒ“გომარეობის გაუარესების áƒ’ამო გარდაიცვალა, იტყობინება იუსტიციის სამინისტრო.     

HRW-ი თავის ანგარიშში იმის გამოც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან ვერ შეძლო "დაპირისპირებოდა სამართალდამცავი სტრუქტურების áƒ›áƒ®áƒ áƒ˜áƒ“ან გადაჭარბებული ძალის გამოყენების დაუსჯელობის დიდი ხნის პრობლემას“.

Civil.Ge © 2001-2024