თბილისში წყალზე გადასახადი გაორმაგდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jan.'07 / 10:57

15 იანვრიდან თბილისის მოსახლეობა წყალზე 1,2 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად 2,4 ლარს გადაიხდის ერთ სულ მოსახლეზე.

განსხვავებით მოსახლეობისგან, წყლის გადასახადს ორგანიზაციები მოხმარებული რაოდენობის მიხედვით გადაიხდიან. გადასახადი ორგანიზაციებისა და საწარმოებისთვის 2.5 ლარიდან 4.4. ლარამდე გაიზარდა ერთ კუბურ მეტრზე.

შპს. "თბილისის წყალი“ ხელმძღვანელმა გეგი ქელბაქიანმა განაცხადა, რომ გაზრდილი ტარიფიც კი არ არის საკმარისი თბილისის წყლის ინფრასტრუქტურის მოსავლელად.  

ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც გააპროტესტა ტარიფის ზრდა, განაცხადა, რომ ხელისუფლება დედაქალაქის წყლის ინფრასტრუქტურას პრივატიზაციისთვის ამზადებს და ტარიფი სწორედ ამ áƒ›áƒ˜áƒ–ნით გაიზარდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის ცნობით, ქალაქის ბიუჯეტი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ტარიფის ნაწილს დაფარავს.

Civil.Ge © 2001-2024