Freedom House: საქართველო და უკრაინა "ნათელი წერტილებია“ დსთ-ში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jan.'07 / 15:11

2006 წელს უმნიშვნელო áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბები დაფიქსირდა დსთ-ს სივრცეში თავისუფლების კუთხით და "ერთადერთი შედარებით ნათელი წერტილები“ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, იყო უკრაინა და საქართველო, რომელთაც, შესაბამისად, თავისუფალი და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების áƒ™áƒáƒ¢áƒ”გორია მიენიჭათ, ნათქვამია აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია Freedom House-ის მოხსენებაში.

"უკრაინამ და საქართველომ წარმატებას მიაღწიეს იმ რეფორმების კონსოლიდაციის საქმეში, რომელთა განხორციელებაც ამ ქვეყნებში დემოკრატიული რევოლუციების შემდეგ დაიწყო“, - ნათქვამია მოხსენებაში "თავისუფლება მსოფლიოში 2007 წელს“.

რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, მოხსენება აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკამ " საქართველოდან და კავკასიის სხვა ქვეყნებიდან ემიგრირებული პირების მიმართ ცუდი მოპყრობა წაახალისა“.

Civil.Ge © 2001-2024