ბურჯანაძე გირგვლიანის ”ტრაგედიაზე” კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'07 / 12:27

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ”პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრაგიკული თემა” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ სიმართლდე დადგინდება.

28 წლის სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობაში საქალაქო და შემდგომ სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამშრომელი áƒªáƒœáƒ. თუმცა გირგვლიანის ოჯახი მოითხოვს მკვლელობის დამკვეთების დასჯას. ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული, სადაც განხილვა 6 თვის განმავლობაში უნდა შედგეს.

მკვლელობა 2006 წლის იანვარში მოხდა და ბოლო ერთი წელია áƒ”რთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა საქართველოში.  

”ჩვენ ყველანი ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგიკული მოვლენის გამო... ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მართლაც საბოლოოდ დასრულდეს სასამართლო პროცესი ისე, როგორც ამას საზოგადოება ელოდება და ერთხელ და სამუდამოდ ითქვას საბოლოო სიმართლე აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ბურჯანაძემ მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სანდრო გირგვლიანის ხსოვნას.  

დღეს გირგვლიანს 30 წელი შეუსრულდებოდა.

Civil.Ge © 2001-2024