პარლამენტმა განიხილა დეპორტირებულთა საქმეების შემსწავლელი კომისიის დასკვნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'07 / 13:17

რუსეთის ფედერაციიდან áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს მოქალაქეების კოლექტიური გაძევება ეროვნული კუთვნილების ნიშნით განხორციელდა, კანონიერი საფუძვლის გარეშე და ეს ატარებდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან მართული კამპანიის ხასიათს, ნათქვამია დეპორტირებულთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

პარლამენტი რეკომენდაციას აძლევს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეთა დარღვეული უფლებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცვას, რის სასარგებლოდაც ჯერ-ჯერობით áƒ™áƒáƒœáƒ™áƒ áƒ”ტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

დასკვნაში, რომელიც დეპუტატებს დღეს კომისიის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ წარუდგინა, ასახულია საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შელახვის ათობით ფაქტი, რომელსაც კომისია 4 თვის განმავლობაში სწავლობდა. 

მათ შორისაა დეპორტაციის პროცესში საქართველოს ოთხი მოქალაქის მანანა ჯაბელიას, თენგიზ ტოგონიძის, რევაზ ბერულავას, ზურაბ მუზაშვილის ”სიცოცხლის მოსპობის” ფაქტები, რომლებიც ”გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირთა ბრალეული ქმედებით”.

”რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მასობრივად და კანონსაწინააღმდეგოდ იქნა შელახული საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტალური უფლებები განმტკიცებული, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე რუსეთის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით”, - ნათქვამია კომისიის დასკვნაში, სადაც áƒ™áƒáƒœáƒ™áƒ áƒ”ტულად არის მითითებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ათობით დარღვეული მუხლი.  

საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან გამოძევების თაობაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ”ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის გარეშე, სასამართლო განხილვებისთვის შეუსაბამოდ მოკლე დროის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტალური უფლებების, მათ შორის დაცვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების დარღვევით...”.

”სასამართლოში წარდგენამდე და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ მილიციის განყოფილებებსა წინასწარი დაკავების საკნებსა და სპეცგამანაწილებლების საკნებში უკიდურესად მძიმე, არაადამიანურ პირობებში, რაც უნდა ჩაითვალოს თავისუფლების შეზღუდვად წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის პირობებში”, - აცხადებს საგამოძიებო კომისია. 

კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ დეპორტირებულ მოქალაქეებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა განკარგონ რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავ-მოძრავი ქონება.

”აღნიშნული უნდა ჩაითვალოს საკუთრების უფლების მასობრივ და უკანონო შეზღუდვად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან”, - აცხადებს კომისია.

კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, áƒ“ასკვნა გაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო ასამბლეებს, მათ შორის დსთ-ს შესაბამის ორგანოებს, ასევე მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს.

პარლამენტი ასევე რეკომენდაციას აძლევს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ”უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საკითხები კოორდინაცია და მომზადება”.

Civil.Ge © 2001-2024