ემირატები საქართველოში 817 მილიონიან ინვესტიციას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Feb.'07 / 10:36

რას ალ-ხაიმას საამირო და საქართველო ბიზნესის სფეროში პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რაც საქართველოში უძრავი ქონების სფეროში 817 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს, იტყობინება GulfNews -ი 18 თებერვალს.

ეს გარიგება áƒ áƒáƒ¡ ალ-ხაიმას მმართველის მოადგილემ, შეიჰ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განიხილეს. áƒ”ს უკანასკნელი 15-17 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს სტუმრობდა.

შეთანხმება ითვალისწინებს თბილისში 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე áƒ¡áƒáƒªáƒ®áƒáƒ•áƒ áƒ”ბელი ფართის  - ”თბილისის სიმაღლეები” მშენებლობას და ასევე უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას 150 000 კვადრატულ მეტრზე, იტყობინება Gulfnews-ი.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას.

”ის გამოცდილება, თუ როგორ მოახერხა ემირატებმა თავისი ეკონომიკა ენერგოდამოკიდებულიდან ფართოდ დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზე გადაეყვანა, დიდ იმედებს áƒ’ვიმყარებს, áƒ áƒáƒ“გან თუ ეს შესაძლებელი გახდა აქ, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი”, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა Gulfnews-ს.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ და რას ალ-ხაიმამ, სპარსეთის ყურეს ჩრდილოეთით მდებარე საამირომ, მოახერხეს ”დროის მოკლე პერიოდში áƒ›áƒ­áƒ˜áƒ“რო პარტნიორობის” დამყარება. 
  

Civil.Ge © 2001-2024