სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე საუბრობს და პუტინს ”ისტორიულ ფიგურას” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Feb.'07 / 19:56

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო პალატების წარმომადგენლები ორ თვეზე ნაკლებ პერიოდში áƒ—ბილისში შეიკრიბებიან და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მან საკითხის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და კონტაქტების აღდგენას. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვს â€áƒ™áƒ”თილი ნების მისიით” ეწვევა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული ”პოზიტიური ნიშნები” შეიმჩნევა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი დღის წესრიგის მთავარ საკითხს არ წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ფიქრი.

”რომ გითხრათ, რომ დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ, ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ძლიერი და წავიდეს წინ. რა ხელის შემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ორმხრივ ურთიერთობებში იყო áƒ’არკვეული ”გაუგებრობები და უსიამოვნო მომენტები”. თუმცა, პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ბოლო დროს მკაცრი áƒ áƒ˜áƒ¢áƒáƒ áƒ˜áƒ™áƒ შერბილდა. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება არ ეთანხმება გარკვეულ საკითხებში რუსეთის ელჩს საქართველოში, მას მაინც სასარგებლო საუბარი ჰქონდა მასთან 31 იანვარს. რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკონ 6 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვს სურს ნეიტრალური საქართველო იხილოს. ეს პირობა თბილისის ნატოში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება.

თუმცა, სააკაშვილმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო ”აღებული კურსიდან არ გადაუხვევს”.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიესალმა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს და მას ”ძალიან მნიშვნელოვანი” ფიგურა უწოდა, რომელმაც, მისი თქმით, ”ისტორიული მნიშვნელობის როლი შეასრულა თანამედროვე რუსეთისთვის”.

”დღეს რუსეთი აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე ის იყო რამდენიმე წლის წინ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულნი, რომ პარტნიორული ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან”, - დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც თბილისის განაცხადი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საქართველოში გამართვის თაობაზე წარუმატებელი გამოდგა, საქართველო ახლა სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას უჭერს მხარს.

”ოლიმპიური თამაშები სოჭში ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს რეგიონში, რომელიც ყოველთვის ასოცირდებოდა კონფლიქტებთან. ამ კუთხით [ოლიმპიური თამაშები] დადებითი სტიმული იქნება რეგიონალური თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა სააკაშვილმა.

      

Civil.Ge © 2001-2024