საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Mar.'07 / 14:30

2006 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2005 წელს არსებული 450 მილიონი აშშ დოლარიდან 1.14 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, იტყობინება სტატისტიკის დეპარტამენტი.

გასულ წელს უმსხვილეს ინვესტორებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ყაზახეთი. ამ სამი ქვეყნის მიერ განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ 182 მილიონი, 181,9 მილიონი და 152 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, შესაბამისად.

ქვემოთ მოცემულია მსხვილი ინვესტორების მიერ 2006 წელს განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების სქემა:

  1. დიდი ბრიტანეთი -  182.129.800 აშშ დოლარი; (132.925.800 აშშ დოლარი 2005 წელს)
  2. აშშ - 181.946.500 აშშ დოლარი;  (15.025.600 აშშ დოლარი 2005 წელს) 
  3. ყაზახეთი - 152.310.500 აშშ დოლარი; (2005 წელს ინვესტიციები არ განხორციელებულა)
  4. თურქეთი - 127.081.200 აშშ დოლარი; (21.812.500 აშშ დოლარი 2005 წელს)
  5. ნორვეგია - 76.619.800 აშშ დოლარი; (23.620.900 აშშ დოლარი 2005 წელს)
  6. აზერბაიჯანი - 76.528.000 აშშ დოლარი; (66.920.200 აშშ დოლარი 2005 წელს)
  7. კვიპროსი - 47.297.700 აშშ დოლარი; (47.537.300 აშშ დოლარი 2005 წელს)
  8. იტალია - 46.138.100 აშშ დოლარი (22.833.500 აშშ დოლარი 2005 წელს)
  9. დანია - 42.477.800 აშშ დოლარი (319.000 აშშ დოლარი 2005 წელს)
  10. იაპონია - 32.939.600 აშშ დოლარი (16.610.000 აშშ დოლარი 2005 წელს)
  11. რუსეთი - 27.874.300 აშშ დოლარი (38.737.600 აშშ დოლარი 2005 წელს) 
  12. გერმანია - 20.372.800 აშშ დოლარი (5.000.000 აშშ დოლარი 2005 წელს) 
  13. საფრანგეთი – 17.221.700 აშშ დოლარი (14.300.900 აშშ დოლარი 2005 წელს)
  14. ჩეხეთის რესპუბლიკა - 14.747.400 აშშ დოლარი (1.200.000 აშშ დოლარი 2005 წელს) 

შარშან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილი ოფშორული ფინანსური ცენტრებიდან განხორციელდა, áƒáƒ› მხრივ 47,6 მილიონი აშშ დოლარით ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ლიდერობენ.

27 მარტს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველო იმედოვნებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2007 წელს 1.5-1.7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.     

Civil.Ge © 2001-2024