ტყის მასივები იჯარით საპროტესტო აქციის ფონზე გაიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 May.'07 / 13:44

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ტყით სარგებლობისთვის გრძელვადიანი ლიცენზიები სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს, ასევე  კახეთის სატყეო სამმართველოს ყვარლის სატყეო უბანზე აუქციონის ფორმით გაიცა, რაც გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სულ სახელმწიფო ბიუჯეტი ქართულ-იტალიურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-ჩინურ კომპანიებზე ლიცენზიების გაცემის შედეგად  7 765 096 მლნ ლარს მიიღებს.

აუქციონის პარალელურად გაიმართა გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია. áƒáƒ¥áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გათვლილია ხანმოკლე ფისკალურ ეფექტზე და áƒáƒ  არის გათვალისწინებული ის ზიანი, რას ეკოსისტემას შეიძლება მიადგეს. 

ასევე კავკასიის გარემოს დაცვის ქსელის მიერ áƒ’ავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუქციონების სერიის დაწყებამდე, მთავრობას უნდა შეემუშავებინა ეროვნული სატყეო პოლიტიკის სტრატეგია.

Civil.Ge © 2001-2024