საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მალე მოაწერენ ხელს, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 12 მაისს თბილისში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ. ორ ქვეყანას შორის საზღვრის 35% ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მათ შორისაა ”დავით გარეჯის” მონაკვეთიც. კლდეში გამოკვეთილი ეს სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ნაწილია. ”მალე გაიმართება [ქართული და აზერბაიჯანული] სამუშაო ჯგუფების შეხვედრა... სტრატეგიული სიმაღლეები დარჩება აზერბაიჯანული კონტროლის ქვეშ, ხოლო სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დარჩეს... დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ შეთანხმების ხელმოწერას,” - განაცხადა სააკაშვილმა.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025