ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია 182 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 May.'07 / 19:14

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ  áƒšáƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ¡ ტბის მიმდებარე 3.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია 182 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, áƒ¡áƒáƒ“აც áƒ¡áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ áƒ¢áƒ და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.  

აუქციონი, რომელზეც საწყისი ფასიც 26.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, დღეს ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.  

საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია, რომლის აქტივებიც 210 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (ბოლო შესყიდვამდე), áƒáƒ˜áƒ¦áƒ ვალდებულება, რომ თანხას ერთი წლის ვადაში დაფარავს.

ეკონომიკის სამინისტროსთან გარიგების პირობების თანახმად, კომპანიამ მომდევნო ხუთი წლის მანძილზე სულ ცოტა 25 მილიონის ინვესტიცია უნდა განახორციელოს áƒ¡áƒáƒ™áƒ£áƒ áƒáƒ áƒ¢áƒ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოწყობაში. 

Civil.Ge © 2001-2024