სოჭის გამარჯვება საქართველოში არაერთგვაროვნად შეფასდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Jul.'07 / 11:36

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ქალაქ სოჭის შერჩევამ განსხვავებული რეაქციები áƒ’ამოიწვია საქართველოში. ოფიციოზი ამას დადებითად აფასებს რეგიონში კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით; თუმცა, სხვები შიშობენ, რომ ეს კიდევ მეტად გაყინავს აფხაზეთის კონფლიქტს.

სოჭი საქართველოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, აფხაზეთის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში áƒ›áƒ“ებარეობს.

სოჭის áƒ™áƒáƒœáƒ“იდატურის გამარჯვებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა áƒ›áƒ˜áƒ¡ მიმართ გულითადი მხარდაჭერა.

4 ივლისს ”როიტერთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშები ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და გაგებას კავკასიის ხალხებს შორის - ამ აზრს ზოგიერთი ექსპერტიც იზიარებს.

”რუსეთის პოლიტიკა არ არის ყოველთვის წინასწარმეტყველებადი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ეს არ არის რუსული ღონისძიება და საერთაშორისო თანამეგობრობა ნამდვილად იქნება მოწადინებული, რომ ნაკლებ კონფლიქტოგენური იყოს ის ადგილები, რომელთა ახლოსაც უნდა ჩატარდეს ოლიმპიადა,”- áƒ’ანაცხადა ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 5 ივლისს. 

თუმცა, სხვები მეტ სიფრთხილეს იჩენენ. პოლიტიკურმა ექსპერტმა, რესპუბლიკელმა áƒžáƒáƒáƒ¢áƒ ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ უფრო მაგრად ჩაავლებს ხელს აფხაზეთს. ”ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი სულ ცოტა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში გაყინული დარჩება,” - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

თუმცა áƒáƒ¡áƒ”ვე áƒ™áƒ”თდება განცხადებები, რომ თუკი კონფლიქტის მოუგვარებლობის აშკარა ნიშნები გაჩნდება, ეს უბიძგებს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდეს, რამაც შესაძლოა გაამწვავოს დაძაბულობა რეგიონში.

”შესაბამისად, მეტი იქნება დაინტერესება და რუსეთისაგანაც მეტი იქნება ვალდებულება, რომ საერთაშორისო, სამართლებრივი, ცივილიზებული მეთოდებით იქნას ამ კონფლიქტის გადაწყვეტა უზრუნველყოფილი,” - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.  

Civil.Ge © 2001-2024