აფხაზეთის პრემიერი მორიგ თავდასხმას გადაურჩა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jul.'07 / 11:04
სივილ ჯორჯია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის მანქანას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც áƒáƒœáƒ¥áƒ•áƒáƒ‘მა მცირე დაზიანება მიიღო, იტყობინება 9 ივლისს ”აფსნიპრესი”.  

ანქვაბის მანქანას გუდაუთასთან ახლოს მაშინ ესროლეს, როცა ის სოხუმში მიემგზავრებოდა. დაჭრილია ასევე მისი მძღოლიც; თუმცა არცერთი მათგანის ჭრილობა სიცოცხლისათვის საშიში არ აღმოჩნდა.

დე ფაქტო პრემიერზე თავდასხმა ხიდთან ახლოს, დაახლოებით დილის 8:15 საათზე მოხდა, აცხადებს ”აფსნიპრესი” შინაგან საქმეთა მინისტრის ოთარ ხეციას ინფორმაციაზე დაყრდნობით. ჯერ-ჯერობით ინციდენტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებზე ინფორმაციის სანაცვლოდ 500 ათას რუბლს (20 ათას აშშ დოლარზე მეტი) áƒáƒ¬áƒ”სებს ჯილდოდ. 

”ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თავიდან მოშორების არაერთი მცდელობა მხოლოდ ერთზე მეტყველებს: გარკვეული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ ხელი შეუშალონ გარდაქმნებს, მათ ხელს უშლის პრეზიდენტის გუნდის მუშაობა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ რეფორმებზე და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ,”- განაცხადა ბაღაფშმა.

მისი თქმით, ვინც ამ თავდასხმის უკან დგას, მიზნად ისახავს აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ”შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი იმავდროულად ასრულებენ იმ ქვეყნის პოლიტიკურ დაკვეთას, რომელთანაც აფხაზეთი ომის მდგომარეობაში იმყოფება”.

”ამ ტიპის ”ზეწოლის აქტები” ვერ აიძულებს [თვითგამოცხადებული]რესპუბლიკის ხელმძღვანელობას გადაუხვიოს არჩეული კურსიდან,”-დასძინა ბაღაფშმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელიც ბაღაფშისა და მისი გუნდის გამოუცხადებელ მოწინააღმდეგედ აღიქმება, ასევე დაგმო ანქვაბზე თავდასხმა, როგორც ”დესტაბილიზაციის მცდელობა”.

ალექსანდრე ანქვაბი ბოლო ორი წლის განმავლობაში სამ თავდასხმას გადაურჩა.

2005 წლის თებერვალში შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა áƒáƒœáƒ¥áƒ•áƒáƒ‘ის áƒ”სკორტს სოხუმის მახლობლად 17 ტყვია ესროლა. áƒ—უმცა  áƒžáƒ áƒ”მიერ-მინისტრი შემთხვევით áƒ’ადარჩა, რადგან áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, იგი ინციდენტის დროს ვიცე-პრემიერის ლეონიდ ლაკერბაიას მანქანაში იჯდა და არა საკუთარში.

მაშინ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მის ახლო მოკავშირეზე განხორციელებული თავდასხმის უკან "კრიმინალური ელემენტები“ იდგნენ.

დე ფაქტო პრემიერზე მეორე თავდასხმა 2005 წლის 1 აპრილს განხორციელდა.  áƒáƒ—ხი მანაქანისაგან შემდგარ სამთავრობო კოლონას, სადაც იმყოფებოდნენ ალექსანდრე ანქვაბი და ვიცე–პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია, სოხუმის გასასვლელთან ცეცხლი გაუხსნეს.  

შემთხვევის შედეგად áƒ“აიჭრა ერთ–ერთი მანქანის მძღოლი.

27 ივნისს აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 20 ივნისს სოხუმის დასავლეთით, ”ახალი ათონის” სიახლოვეს áƒáƒ¤áƒ”თქებული áƒœáƒáƒ¦áƒ›áƒ˜áƒ¡  - ”ფუგასის” - სამიზნე ასევე ალექსანდრე ანქვაბი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ნაღმი სპონტანურად, მეხის დაცემის შედეგად აფეთქდა.

”ნათელია, რომ ის პირები, ვინც ამ თავდასხმების უკან დგანან, აფხაზი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ. დუმილის შენარჩუნება იმ სიტუაციაში, áƒ áƒáƒªáƒ ყველამ იცის შეთქმულების შესახებ, არა მარტო ამორალური, არამედ სახიფათოცაა,” - áƒ’ანაცხადეს ინტელიგენციის წარმომადგენლებმა.

54 წლის ალექსანდრე ანქვაბმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტი 2005 წლის 14 თებერვალს დაიკავა. ის სერგეი ბაღაფშის აქტიური მოკავშირე და გავლენიანი პოლიტიკური პარტიის აიტარას ლიდერია.

2004 წელს მას პრეზიდენტად კენჭისყრა სურდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო იმის გამო, რომ აფხაზურად ვერ საუბრობს და ვერ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ცენზი. შედეგად, ანქვაბმა არჩევნებში სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი.  
 

Civil.Ge © 2001-2024