ანქვაბი უარყოფს ხმებს მასზე თავდასხმაში თბილისის მონაწილეობის თაობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jul.'07 / 16:05

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ მისი მკვლელობის მცდელობის უკან ქართული მხარე დგას, იტყობინება ”აფსნიპრესი” 16 ივლისს.

ანქვაბის დაჯავშნულ ავტომანქანას ყუმბარტყორცნიდან ცეცხლი გუდაუთის მახლობლად 9 ივლისს გაუხსნეს. ეს ბოლო ორი წლის მანძილზე მისი მკვლელობის უკვე მესამე მცდელობა იყო.   

ქართულმა საინფორმაციო სააგენტო ”მედიანიუსმა” გაავრცელა ინტერვიუ ანქვაბთან, რომელშიც აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა, სავარაუდოდ, განაცხადა: ”ამ პროვოკაციებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს”. შემდეგ იგივე ინტერვიუ სხვა ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს, მათ შორის საქართველოს რუსულენოვანმა გაზეთმა “სვობოდნაია გრუზიამ”.

”ჩემგან არ ჩამოურთმევია ინტერვიუ რომელიმე ქართულ საინფორმაციო სააგენტოს ან გაზეთს, მათ შორის “სვობოდნაია გრუზიას”; და არც ვაპირებ მათთვის ინტერვიუს მიცემას,” - იტყობინება ”აფსნიპრესი” ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.

”ვფიქრობ, არაეთიკურია ასეთი მოგონილი ინფორმაციის გავრცელება,” - დასძინა მან.

იმავდროულად, დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა საფარბეი მიკანბამ ”აფსნიპრესს” განუცხადა, რომ ”გარკვეული áƒžáƒ áƒáƒ’რესი” არსებობს საქმის გამოძიებაში.

დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა, თუმცა, დასძინა, რომ რუსი სამართალდამცავები მათ დახმარებას უწევენ, მათ შორის მტკიცებულებათა ექსპერტიზის გზითაც.   

Civil.Ge © 2001-2024