ბან გი-მუნი თბილისსა და სოხუმს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
/ 24 Jul.'07 / 11:55
სივილ ჯორჯია

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ” უნდა გააორმაგონ თავიანთი მცდელობები საომარი მოქმედებების განახლების გამომწვევი ქმედებების თავიდან ასაცილებლად”, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი-მუნმა უშიშროების საბჭოსადმი თავის მოხსენებაში.

მოხსენება, áƒ áƒáƒ›áƒ”ლიც 23 ივლისს გამოქვეყნდა, ასახავს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში აპრილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმ მოლოდინისა, რომელიც თებერვალში, ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების შეხვედრაზე გაჩნდა, დიალოგი მხარეებს შორის კვლავ შეწყვეტილია.

თუმცა, გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარე გაითვალისწინებს ივნისში ბონში გამართული ”მეგობართა ჯგუფის” შეხვედრის შედეგებს და ”კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად”. 

სოხუმი თბილისთან დიალოგის აღსადგენად გარკვეულ წინაპირობებს აყენებს: კერძოდ, ზემო კოდორის ხეობიდან ქართული შეიარაღებული ძალების და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის გაყვანას ითხოვს; ასევე უკავშირებს დიალოგის აღდგენას გალის ადმინისტრაციის თანამშრომლის დავით სიგუას გათავისუფლებას. სიგუა, რომელიც ეთნიკური ქართველია, 2007 წლის თებერვალში გაუჩინარდა. თბილისი უარყოფს რაიმე კავშირს ამ ფაქტთან.

თავის მოხსენებაში, ბან გი-მუნმა, რომელიც 29 ივნისს თბილისს ხანმოკლე ვიზიტით ეწვია, ქართულ მხარეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან ”პატრიოტთა” ბანაკის გაყვანისკენ მოუწოდა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ბანაკი პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოფელ განმუხურში - სოხუმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში - 26 მაისს საზეიმოდ გახსნა. 23 ივლისს ბანაკს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ესტუმრა.   

”ინციდენტების შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, გაერო უერთდება მეგობარი ქვეყნების ჯგუფს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოიყვანოს ბანაკი უსაფრთხოების ზონიდან,” - განაცხადა ბან გი-მუნმა.

თან იქვე დასძინა, რომ ”კულტურული ღონისძიებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ ამან არ გამოიწვიოს გაუგებრობა, შეცდომები და, შედეგად, ძალადობა”.

იგი ასევე დაეთანხმა áƒ›áƒáƒ¬áƒáƒ“ებებს ზემო კოდორის ხეობის სოფელ აჟარაში  გაეროს სადამკვირვებლო პუნქტის გახსნის თაობაზე.

ზემო კოდორის ხეობაზე 11 მარტს განხორციელებული თავდასხმის შესახებ მოხსენებაში, გაეროს დამკვირვებელთა მისია სადამკვირვებლო პუნქტის ამოქმედების ინიციატივით გამოდის.  მისი რეკომენდაციით, ასეთი პუნქტი უნდა  აღიჭურვოს უპილოტო თვითმფრინავებით და საარტილერიო რადარით, რომელსაც გაეროს დამკვირვებელთა მისია მართავს.

ბან გი-მუნი დაეთანხმა ამ რეკომენდაციას და აღნიშნა, რომ ”ამგვარი ღონისძიებები უეჭველად გაზრდის მისიის სამოქმედო შესაძლებლობებს, მათ შორის მისიის მონიტორინგის და დაკვირვების შესაძლებლობებს მათი მოქმედების áƒáƒ áƒ”ალში”.

ქართული მხარე მიესალმა გაეროს მისიის სადამკვირვებლო პუნქტის შექმნის ინიციატივას;  თუმცა, სოხუმმა ეს წინადადება კატეგორიულად უარყო. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმი მხოლოდ მაშინ განიხილავს ამ წინადადებას, თუ ქართული ძალები ზემო კოდორის ხეობას დატოვებენ.

თავის მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ დაადასტურა თებერვალში გამოხატული მზადყოფნა ხელი შეუწყოს კონტაქტებს áƒ¡áƒáƒ®áƒ£áƒ›áƒ¡áƒ და თურქეთის აფხაზურ დიასპორას შორის.

”ასევე მზადდება სოხუმსა და ტრაბზონს შორის საზღვაო კავშირის დამყარების áƒžáƒ˜áƒ áƒáƒ‘ების განხილვა,” - ნათქვამია მოხსენებაში.  

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 13 ივლისს განაცხადა, რომ საზღვაო კავშირის პირობების გარშემო საკამათოა ის áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხი, თუ ვინ შეამოწმებს გემებს და სად.

”[თურქეთთან საზღვაო კავშირის შემთხვევაში] საქართველო დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთში მომავალი გემების შემოწმებას ფოთის ან ბათუმის პორტებში. თუმცა, ჩვენ ამის წინააღმდეგ წავედით. შემდეგ ქართულმა მხარემ მოითხოვა გემების შემოწმება საერთაშორისო წყლებში. თუმცა, ეს წინადადებაც მიუღებელია,” - განაცხადა შამბამ.

სოხუმი გემების მხოლოდ რუსი სამშვიდობოების ან გაეროს დამკვირვებლების მიერ შემოწმებაზე დათანხმდება.

თურქეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო კავშირის ლეგალიზების საკითხი პირველად 2005 წელს დაისვა; თუმცა, მას შემდეგ ეს საკითხი არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ.
  

Civil.Ge © 2001-2024