პოლიტიკოსები აფხაზეთის შესახებ გაეროს მოხსენებაზე კომენტარს აკეთებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jul.'07 / 18:20

ქართველმა პოლიტიკოსებმა აფხაზეთის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებაზე განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.

ძირითადი უკმაყოფილება მოხსენების იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც ქართულ მხარეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონის სოფელ განმუხურიდან ”პატრიოტთა ბანაკის” გამოყვანისკენ áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒáƒ“ებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ”ახალი მემარჯვენეებიდან” ფიქრია ჩიხრაძემ 24 ივლისს განაცხადა, რომ ახალგაზრდული ბანაკის გახსნა სოფელ განმუხურში - სოხუმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში - áƒ®áƒ”ლისუფლების PR კამპანიის ნაწილი áƒ˜áƒ§áƒ.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო გათვლილი, ”სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო კრიტიკის წყარო გახდა”.

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ”ჩვენი საერთაშორისო პოზიციის გაძლიერების ნაცვლად, ჩვენ გვაკრიტიკებენ”. ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც საჯაროდ დაგმო გეგმები კონფლიქტის ზონაში ახალგაზრდული ბანაკის გახსნის თაობაზე, ჯერ კიდევ 26 მაისს მის გახსნამდე.

თუმცა, დეპუტატმა ”მრეწველთა პარტიიდან” გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო ”გაეროს ნებართვა” იმისათვის, თუ სად აშენდეს ბანაკები. ”საქართველოს სუვერენული უფლებაა თავის ტერიტორიაზე სადაც უნდა იქ ააშენოს ბანაკები და სხვა ნაგებობები”, - განაცხადა მან.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ დოკუმეტი არ იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას.

”სიმართლე რომ გითხრათ, გაეროს დოკუმენტებზე ძალიან დიდი რეაქციები არ უნდა გვქონდეს. ბევრი რეზოლუციაა მიღებული [გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ], ბევრი რამ მოგვისმენია, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ,” - განუცხადა გაბაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს”.

მისი თქმით, ეს იყო გაეროს ”ტაქტიკური თამაში”, რომ განმუხურის საკითხი მოხსენებაში შეეტანა. ”ამ საკითხის შეტანით, გაერომ მხოლოდ დააწყნარა რუსეთი,”- დასძინა მან.

ამასობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ დოკუმენტში დაფიქსირებულია ქართული მხარის მიერ ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების მრავალჯერადი დარღვევა.      

 

 

Civil.Ge © 2001-2024