პუტინი-სააკაშვილის შეხვედრა შესაძლოა აგვისტოში შედგეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jul.'07 / 16:11

აგვისტოში შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართოს, აცხადებს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო 27 ივლისს სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოსთან” ინტერვიუში.

”საუბარი იყო აგვისტოში პრეზიდენტების შეხვედრაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა შედგეს,”- განაცხადა კოვალენკომ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ორი პრეზიდენტის შეხვედრის ორგანიზების მიზნით.

”თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის ეს შეხვედრა აგვისტოში გაიმართება, თუ არა,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს 27 ივლისს.

უკანასკნელად ორი ქვეყნის პრეზიდენტები 25 ივნისს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა ორმხრივი მოლაპარაკებები არ გამართულა. პირისპირ მოლაპარაკებები ბოლოს áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ›áƒ და პუტინმა 9 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში áƒ’ამართეს.


 

Civil.Ge © 2001-2024