ლეიბორისტები აცხადებენ, რომ დაბომბვის უკან სააკაშვილი დგას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Aug.'07 / 10:42

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლება 6 აგვისტოს თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ამ â€áƒ“ადგმული სპექტაკლით” áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ ხელისუფლება მიზნად ისახავდა, ერთის მხრივ, ”გადართოს განრისხებული ხალხის ყურადღება საკუთარი ავი საქმეებიდან პატრიოტულ თემატიკაზე”.

მეორე მიზანი, განაცხადა ნათელაშვილმა, იყო საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღება ხელისუფლების შენარჩუნების გამო.

მისი თქმით, შესაძლოა ”ამ ბომბებით თამაშში” ერთხელ მართლაც დაბომბოს საქართველო რუსეთმა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს, ამ ბრალდებებს ასე უპასუხა: ”საქართველოს ბევრი მოღალატე ჰყავდა ისტორიის მანძილზე”.

Civil.Ge © 2001-2024