აფხაზეთში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Aug.'07 / 17:23

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 20 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

წვრთნებში 6,000 სამხედრო მონაწილეობს, მათ შორის ოთხი ბრიგადა, რეზერვისტთა ორი პოლკი და 12 სამხედრო შენაერთი.

აგვისტოს დასაწყისში თვითგამოცხადებული რეგიონის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაკან ნანბამ განაცხადა, რომ წვრთნები ოჩამჩირესა და წებელდას პოლიგონზე გაიმართება, რომელიც ზემო კოდორის ხეობის მახლობლად მდებარეობს. თუმცა, ნანბას თქმით, წვრთნებს არანაირი კავშირი არ აქვს áƒ®áƒ”ობაში არსებულ ვითარებასთან.

Civil.Ge © 2001-2024