სააკაშვილი ერთიანობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Sep.'07 / 17:43

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავარ პრიორიტეტს ერთიანობა წარმოადგენს. მან ოპონენტები მეორეხარისხოვანი საკითხების წინ წამოწევის გამო გააკრიტიკა.

”ეს უბადრუკები ერთ რამეს ვერ ხვდებიან: დღეს ჩვენ გვაქვს ისტორიული მომენტი, როგორი შანსი არ მისცემია არც ერთ თაობას ბოლო ათი საუკუნის განმავლობაში. ეს არის დიდი მცდელობა საქართველოს გასაერთიანებლად და გასაძლიერებლად,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე ტიპის საარჩევნო კამპანია,” - განაცხადა პრეზიდენტმა, ”დღეს ყველა მიხვდა, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოება, რომელშიც შედიან ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვები და ასევე სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები, გარდა áƒ–ოგიერთი პოლიტიკოსისა, რომ დღეს ერთიანობა არის áƒ§áƒ•áƒ”ლაზე მეტი, დღეს ჩვენი შეკავშირება არის ყველაზე მეტი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.”

 

 

Civil.Ge © 2001-2024